ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№20

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ციცერონი: ძნელია, როცა შენი შეგნება და მორალი არ გაძლევს უფლებას, ზოგიერთს ისე მოექცე, როგორც იმსახურებს.

ვოვენარგი: ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც მდიდრებს სცემენ პატივს.

ჩაპლინი: ძალა მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როცა ცუდის გაკეთება გინდა, ყველა სხვა შემთხვევაში სიყვარული საკმარისია.

კონსტანტინე: ახალგაზრდობას ცუდი აღზრდა აფუჭებს, კარგ სურათებს – უგემური მიშტერება, კარგ ჩაის – ცუდი ჭურჭელი და კარგ წიგნს – ცუდი მკითხველი.

ჯიმ რონი: დისციპლინა არის ხიდი მიზნებსა და მიღწევებს შორის.

ჰესე: თუ მთა მოდის თქვენკენ და თქვენ მუჰამედი არ ხართ, გაიქეცით, ეს მეწყერია.

რიჩარდ ბახი: შურისგან ადამიანები ბერდებიან, წყენისგან ავადდებიან, სიბრაზისგან სულელდებიან, სიყვარულისგან ახალგაზრდავდებიან.

გია ყანჩელი: კაცობრიობას ან რელიგიური ფანატიზმი დაღუპავს ან ფანატიკური პატრიოტობა.

ილია მეორე: თუ ვინმე გაბედნიერებს, შენ უფრო მეტად გააბედნიერე. თუ ვინმე შენი იმედია, შენ უფრო დიდი იმედი იყავი მისთვის. თუ ვინმეს უყვარხარ, შენ უფრო მეტად გიყვარდეს.

ბერი პაისი: სიკეთეს თავად უპასუხე, ბოროტება ღმერთს მიანდე.

ანტონი დიდი: ერთხელ ბრძენს უთხრეს, შენმა შვილმა გაჯობაო. ბრძენმა უპასუხა, ჩემი შვილი მაშინ მაჯობებს, ჩემზე უკეთეს შვილს რომ გაზრდისო.

ვოლტერი: არ უნდა გვეშინოდეს მათი, ვისაც არ ვუყვარვართ. საშიში ისინი არიან, ვინც თავს გვაჩვენებს, თითქოს ვუყვარვართ.

დოსტოევსკი: ჯოჯოხეთი რა არის? ტანჯვა იმის გამო, რომ სიყვარული უკვე შეუძლებელია.

მონტენი: პატიოსანი ადამიანების პრობლემა ის არის, რომ ისინი სხვებისგანაც ელოდებიან პატიოსნებას.

შანელი: უკეთესია, ავირჩიო მარტოობა, ვიდრე შენ გასწავლო, როგორი უნდა იყოს მამაკაცი.

ფროიდი: კაცები უფრო მეტს გააკეთებდნენ, ქალები უფრო ნაკლებს რომ ლაპარაკობდნენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი