ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№21

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

არისტოტელე: არსად იმდენი შური, ორმხრივი შუღლი, სიძულვილი, გაუტანლობა და ერთობის ნაკლებობა არ არის, როგორც მონებში.

დოსტოევსკი: თავის თავზე ყველა თვითონ ზრუნავს და ყველაზე მხიარულად ის ცხოვრობს, ვინც უკეთ ატყუებს საკუთარ თავს.

სუვოროვი: ვინც შეშინებულია, ნახევრად დამარცხებულია.

კლიუჩევსკი: წიგნი თუ კარგად არის დაწერილი, ყოველთვის მეპატარავება.

თეოფრასტე პარაცელსი: შური ანგრევს ადამიანის ორგანიზმს.

შოუ: მე მეგონა, მეგობრებს ჩხუბის გამო კარგავდნენ. თურმე, ისინი, უბრალოდ, ქრებიან – საქმეებში, ფულსა და დროში.

კომენსკი: კარგი აღმზრდელები არიან ისინი, ვისაც ბავშვები არ ჰყავს.

ჩესტერფილდი: ღმერთს არ შეუძლია, იყოს ყველგან ერთდროულად, ამიტომაც მან შექმნა დედა.

ოთარ ჭილაძე: ერთად შეკონილ სიტყვასა და საქმეს ადამიანის ღირსება ჰქვია.

ილია მეორე: იმისთვის, რომ ადამიანი სულიერ სიყვარულსა და სიხარულს მუდამ გრძნობდეს, აუცილებელია შინაგანი მშვიდობა. საკუთარ თავთან ნამდვილი სიყვარული ყურადღებით ვლინდება და მზრუნველობით მტკიცდება.

ეფრემ ასური: აკეთე სიკეთე არა იმიტომ, რომ ვინმეს დაანახვო, არამედ იმიტომ, რომ ღმერთი გაახარო.

ბერი პაისი: ნუ იბრძვი მარტო, დადექი ღმერთის წინ ისეთი, როგორიც ხარ – დაღლილი, გულნატკენი ჩუმი. ღმერთს ლამაზი სიტყვები კი არა, წრფელი გული სჭირდება.

ჩეხოვი: იუმორის გრძნობის მქონე ადამიანის სერიოზულობა სერიოზული ადამიანის სერიოზულობაზე ასჯერ უფრო სერიოზულია.

ჰერაკლიტე: იყავი ფრთხილად მასთან, ვინც ტალახიდან ამოიყვანე, რადგან ის არ გაპატიებს, იქ რომ ნახე.

ვოვენარგი: თავისუფლება თავის შეუკავებლობაში კი არ არის, არამედ საკუთარი თავის ფლობაში.

ფორდი: ფულის ქონა იმდენად კარგი არ არის, რამდენადაც ცუდია უფულობა.

ჟვანეცკი: როცა შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლად გადაიქცევა.

ლორენი: ჭკვიან ქალებს მამაკაცები ამჩნევენ, ხოლო ლამაზებს, უბრალოდ, ხალხმრავლობაში გამოყოფენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი