ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

პლატონი: პასიური მოქალაქეები შობენ ნაძირალა ხელისუფლებას.

ომარ ხაიამი: ფიზიკური ტკივილისგან ადამიანები ყვირიან, ხოლო სულიერი ტკივილისგან – ტირიან.

ტვენი: მდიდარი რომ ღარიბს ძარცვავს, ბიზნესს უწოდებენ, ღარიბი რომ მდიდარს ძარცვავს – ძალადობას.

ჯონ აპდაიკი: ეს ჩვენი სამყარო ნაქურდალის გროვაა, მთელი ქონება ქურდობითაა ნაშოვნი და ვისაც ყველაზე მეტი აქვს ნაპარავი, ზუსტად ისინი გვიწესებენ კანონებს დანარჩენებს.

ეჟი ლეცი: ადამიანებს შორის სისხლის მსმელი უფრო მეტია, ვიდრე დონორი.

სენეკა: ის ადამიანი კი არაა ღარიბი, რომელსაც ძალზე ცოტა აქვს, არამედ ის, ვისაც მეტის წყურვილი კლავს.

გოეთე: მათ, ვისგანაც ვსწავლობთ, მასწავლებლები ჰქვიათ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ წოდების ღირსია ყოველი ადამიანი, რომელიც გვასწავლის.

ბეკონი: ადამიანის ბუნებაში არის იდუმალი მიდრეკილება და ლტოლვა – უყვარდეს სხვები.

ილია მეორე: ადამიანი ხანდახან ისე ეცემა, რომ ფიქრობს, ვერასოდეს ადგება, მაგრამ ამ დროს უფალი თვითონ მიდის ადამიანთან და ფეხზე აყენებს.

ეფრემ ასური: ნუ ფიქრობ ზედმეტს, მაინც ღვთის ნება იმარჯვებს.

მამა ალექსანდრე: სიკვდილი – ეს არის კარი, რომლის იქით იწყება ჭეშმარიტი სიცოცხლე.

კაფკა: შენ თუ მილიონ ადამიანს უყვარხარ, იცოდე, რომ ერთ-ერთი მე ვარ. შენ თუ ერთს უყვარხარ, იცოდე, რომ ის მე ვარ, ხოლო შენ თუ არავის უყვარხარ, მაშინ იცოდე, რომ მე მკვდარი ვარ.

მონტენი: შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანია ის, ვინც შენი წარსული იცის, სჯერა შენი მომავლის და ახლა გიღებს ისეთს, როგორიც ხარ.

ეზოპე: სულელია ის, ვისაც თავისი სიბრძნის დაფარვა არ შეუძლია.

შოუ: ყოველი ქალი ფიქრობს, რომ კაცებს ერთი რამე უნდათ, მაგრამ არცერთ ქალს არ უნდა ისეთი კაცი, ვისაც ის ერთი რამე არ უნდა.

შანელი: ქალმა უნდა მოადუნოს მამაკაცი და არა შეასუსტოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

1–7 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი