ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№1

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 17.01, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

გუსტავ ლე ბონი: ვისაც შეუძლია, ბრბოს შეცდომაში შეყვანა, მისი მბრძანებელი ხდება, ხოლო ვინც ცდილობს, ბრბოს გონზე მოყვანას მის მსხვერპლად იქცევა.
პოლ ვალერი: მხოლოდ მაშინ დაიწყება ოცნებების ახდენა, როცა თქვენი ოცნებები უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე თქვენი შიშები.

მაქს დე პრი: მნიშვნელოვანია იმის დამახსოვრება, რომ ჩვენ ვერ გავხდებით ისინი, ვინც გვინდა, იმის დატოვების გარეშე, რაც ვართ.
მორგანი: ადამიანმა რომ რაღაც გააკეთოს, ყოველთვის აქვს ორი მიზეზი – კარგი და რეალური.
ჰემინგუეი: ნუ დახარჯავთ დროს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ადამიანი. იყავი ერთ-ერთი.
კონსტანტინე: ომი ყველა კაცს არ შეუძლია და ინტრიგობა კი ყველას ძალუძს.
რონი: მიუხედავად იმისა, რომ შენ ვერ ჩასწვდი ჭეშმარიტებას, ის მაინც ჭეშმარიტებად დარჩება.
დოსტოევსკი: სულ ბედნიერები იყავით-მეთქი, არ გისურვებთ – მოგწყინდებათ. მეტი იცხოვრეთ და ეცადეთ, როგორმე მოწყენა არ შეიჩვიოთ.
უაილდი: ხელოვნება კი არ ბაძავს ცხოვრებას, პირიქით, ცხოვრება ბაძავს ხელოვნებას.
კონფუცი: თუ ვინმეს შენი წყენინება სურს, ესე იგი, შენზე ცუდ მდგომარეობაშია.
ვოლტერი: ძილი არ გიშველის, თუ სული გაქვს დაღლილი.
აინშტაინი: ადამიანების უმეტესობას მიაჩნია, რომ ინტელექტი ქმნის დიდ მეცნიერს. ისინი ცდებიან. დიდ მეცნიერს ქმნის ხასიათი.
კოლრიჯი: ეშმაკმა ჩაიცინა, რადგან მისი საყვარელი ცოდვა სიამაყეა, რომელიც თავმდაბლობას ამასხარავებს.
ფოიერი: ერთ დღესაც მეუღლისთვის ისეთი რამეების კეთებას დაიწყებ, რაც გეზიზღება. სწორედ ესაა ოჯახი.
სტოკ კრუზი: ბიოლოგიის თვალსაზრისით, თუ თქვენ რამე გკბენთ, ის, ძირითადად, მდედრობითი სქესისაა.
ბაირონი: ქალი იმდენად ჭკვიანია, რომ ჩემი გაგება შეუძლია, მაგრამ არა იმდენად, რომ საკუთარი აზრი ჩამოაყალიბოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი