ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.08, 2022 წელი
მიხეილ ჯავახიშვილი: ქართველი ხალხი მუდამ ერთმანეთის ჭამით იყო მაძღარი.
ლინკოლნი: საზოგადოება, რომელიც სამზარეულოთი და სიმღერით იწონებს თავს, ძირითადად, მონური საზოგადოებაა, რადგან მონები ჭამითა და მუსიკით იქარვებდნენ წუხილს.
გოეთე: „გათიშე და იბატონე“ – ბრძნული წესია, მაგრამ „გააერთიანე და მიმართულება მიეცი“ – უკეთესი.
ჩერჩილი: სულელია ის ადამიანი, ვინც არასდროს იცვლის საკუთარ აზრს.
ო'ჰენრი: თავისი ცხოვრების სისრულისთვის ადამიანმა უნდა განიცადოს სიღარიბე, სიყვარული და ომი, მაგრამ არა ყველაფერი ერთად.
ტოლსტოი: ადამიანების ურთიერთობები საზოგადოების სიყვარულზე კი არა, მარტოობის შიშზეა დამოკიდებული.
ვოლტერი: ნურავის მიატოვებ შუა გზაში. ეს გზა იქნებ არ იყო მისი, მაგრამ შენი ხათრით აირჩია.
ჯოზეფ ჟუბერტი: ბავშვებს მისაბაძი მაგალითი უფრო სჭირდებათ, ვიდრე კრიტიკა.
იოანე ოქროპირი: ქრისტიანს მხოლოდ ერთი უბედურება, ერთი საშინელება შეიძლება შეემთხვეს – უფალი განარისხოს.
გრიგოლ ღვთისმეტყველი: ერთნაირად ცუდია ცუდის გასაკეთებლად მზადყოფნა და სიკეთის ქმნის დაყოვნება.
ამბა ისაია: ღვთის მონა არ შეიძლება ეწოდოს მას, ვინც საკუთარ სურვილებს ემორჩილება, რამეთუ ვისგანაც იმართება, ის მისი ბატონია.
ვოვენარგი: მარტოობაზე მძიმე ცარიელი გული ყოფილა სატარებლად, დიდი სიყვარულისა და იმედგაცრუების შემდეგ.
სიუნ ცზი: ის, ვინც სწორად მიმანიშნებს ჩემს შეცდომებზე, ჩემი მასწავლებელია, ვინც სწორად აღნიშნავს ჩემს კარგ საქმეებს – ჩემი მეგობარი; ის, ვინც მეპირფერება – ჩემი მტერია.
რუსო: ახლო ურთიერთობა მეგობრობისა და სიძულვილის საწყისია.
ცვეტაევა: პატიოსანი ქალი ისე არავის სძულს, როგორც პატიოსან ქალს.
შოუ: ქალისა და კაცის მეგობრობა ყოფილი ან მომავალი საყვარლების ურთიერთობაა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან