ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№29

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 31.07, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ჰიუგო: ადამიანი რომ შეცვალო, მისი ბებიისგან უნდა დაიწყო.

ვოლტერი: მან, ვისაც არაფერი აქვს, შეიძლება, უფრო მეტი მოგცეს, ვიდრე მან, ვისაც ბევრი აქვს.

ვოვენარგი: დრო თუ კურნავს, შეგუების ხარჯზე, ხოლო რომ შეეგუო, რაღაცის რწმენა უნდა დაკარგო.

ბუდა: გრძნობდე ვინმეს მიმართ ზიზღს, ნიშნავს, სვამდე საწამლავს და ელოდე, როდის მოიწამლება ის ვიღაც.

მონტენი: სიყვარული მაგიური ძალაა. თუ მის გახედნას შეეცდები, გაგანადგურებს. თუ მასზე ბატონობას შეეცდები, დაგიმონებს. თუ მის გააზრებას, წვდომას შეძლებ, გრძნობათა ქაოსში აღმოჩნდები. ეს ისაა, რისგანაც და რისთვისაც შექმნილია სამყარო.

ბელინსკი: სიტყვებში სიფრთხილე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მჭევრმეტყველება.

ბროდსკი: ნურასოდეს ჩაეძიებით ადამიანებს. რისი ჩვენება სურს მას, თვითონ გიჩვენებს, რისი დამალვაც სურს – დრო.

თაგორი: ისწავლე, ცხოვრებაში იყო სიმართლის მოყვარული და კეთილი. დაუნდობლობას ადამიანები გასწავლიან.

იოანე ოქროპირი: ცნობილი, მაგრამ უგუნური დიდებული მთაზე მდგომ ადამიანს ჰგავს, რომელსაც ქვემოთ მოსიარულე ადამიანები პატარებად ეჩვენება, მაგრამ მათთვის თვითონაც ასეთივე ჩანს.

ეფრემ ასური: ნუ გაგიკვირდება, თუ დაინახავ, რომ ადამიანმა მიწაზე დიდ წარმატებებს მიაღწია, არამედ გიკვირდეს იმისი, ვინც მიწიერი დიდება მოიძულა.

ისააკ ასური: ჯილდოს მიცემა მისთვის, ვინც მას არ იმსახურებს, არა მარტო წყალობა არ არის, არამედ უსამართლობაა სხვათა მიმართ.

ტოლსტოი: ნუ მოითხოვ სხვისგან იმას, თუ მათთვის იმავეს ვერ გააკეთებ.

ანდრე მორუა: ყველაზე ძნელი საკუთარი თავის დასაცავად არის, იცნობდე მას.

ჰერბერტი: ის, ვინც წინ არ იყურება, უკან რჩება.

შანელი: თუ გინდა, რომ ბედნიერი იყო, ნუ იცხოვრებ იმ მამაკაცის გვერდით, ვისაც შენარჩუნება სჭირდება.

ბრიჯიტ ბარდო: ჯობია უღალატო, ვიდრე გინდოდეს და არ ღალატობდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი