ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№27

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 17.07, 2022 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ნაპოლეონი: სანამ ევროპაში ვომობთ, მანამდე ეს ომი სამოქალაქო იქნება.

ვაშინგტონი: წარუმატებლობის 99 პროცენტი იმ ადამიანებისგან მოდის, ვინც თავს იმართლებს.

გებელსი: პროპაგანდა ძალას კარგავს, როგორც კი აშკარა ხდება.

ციცერონი: თუკი ბაღი და ბიბლიოთეკა გაქვს, მაშინ ყველაფერი გქონია, რაც გჭირდება.

იამამოტო ცუეტომო: ძველი დროის ადამიანთა ღირსებაზე შეიძლება, მათი შთამომავლების საქციელით ვიმსჯელოთ.

ლაო ძი: იქ, სადაც დიად ბრძენებს ძალაუფლება აქვთ, ქვეშევრდომები მათ არსებობას ვერ ამჩნევენ.

კონფუცი: ერთნი გუბეში ყურებისას ჭუჭყს ხედავენ, მეორენი კი – მასში არეკლილ ვარსკვლავებს.

როკფელერი: ნათესავებთან ერთად ჭამე და სვი, მაგრამ არ ივაჭრო.

ჯორდანო ბრუნო: მხოლოდ თავისუფალი ადამიანია უშიშარი.

იოანე ოქროპირი: ადამიანების უძლურება იქამდე მივიდა, რომ კეთილი ადამიანი ბოროტთა საზოგადოებაში შესვლისას თვითონაც ბოროტი ხდება, მაშინ, როდესაც ბოროტები იშვიათად ხდებიან კეთილები.

იოანე კიბისაღმწერელი: თავს ნუ აღიმაღლებ, თუკი სხვებისთვის ლოცულობდი და უფალმა გისმინა, რამეთუ ეს მათმა რწმენამ იმოქმედა და აღასრულა.

ბასილი დიდი: მეგობარზე, რომელიც იმ წუთს იქ არ არის, განმაქიქებელი არაფერი თქვა. ეს ცილისწამებაა, თუნდაც ნათქვამი სიმართლე იყოს.

არისტოტელე: ბოროტი ქმედებები კეთილი ნებით ხორციელდება.

მონტენი: ღარიბი შიმშილით კვდება, მდიდარი კი – შიშით.

ბროდსკი: რაც უფრო მალე შეეხები ფსკერს, მით უფრო მალე ამოხვალ ზედაპირზე.

კიპლინგი: ქალის ვარაუდი ბევრად უფრო ზუსტია, ვიდრე კაცის თვითდაჯერებულობა.

რანევსკაია: ღმერთმა შექმნა ლამაზი ქალი, რომ ის მამაკაცებს უყვარდეთ და სულელი ქალი – რომ მამაკაცები უყვარდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი