ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 10.07, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ვაშინტონი: თავისუფალი სიტყვის გარეშე ჩვენ ცხვრებივით წყნარად და უსიტყვოდ წაგვიყვანენ დასაკლავად.

ციცერონი: ყველაფერი სიკეთე არ არის, რისკენაც ბევრი ხარბად მიისწრაფვის.

ნაპოლეონი: მიეცი ადამიანს ძალაუფლება და გაიგებ ვინაა ის.

ბროდსკი: რასაც პრეზიდენტები ვერ უშვრებიან საკუთარ ცოლებს, იმას უშვრებიან თავიანთ ქვეყნებს.

იამამოტო ცუეტომო: როდესაც სამყარო ძირს ეშვება, გამდიდრება არაა რთული.

არისტოტელე: ჩვენ ვშრომობთ, რომ თავისუფალი დრო გვქონდეს და ვომობთ, რომ მშვიდობაში ვიცხოვროთ.

კონფუცი: ინტუიცია არასდროს ღალატობს მას, ვინც ყველაფრისთვის მზადაა.

ლაო ძი: უკეთესია, იყო რბილი გარედან და მტკიცე – შინაგანად, ვიდრე მტკიცე გარედან და რბილი – შინაგანად.

ოტია იოსელიანი: მელა მელას შობს, მგელი – მგელს, ღორი – ღორს და თაგვი – თაგვს. მხოლოდ ადამიანს შეუძლია გააჩინოს ნებისმიერი.

იოანე ოქროპირი: ჩვენ ნაკლებად უნდა ვიფიქროთ იმ შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც ადამიანებმა მოგვაყენეს, თუკი მათდამი მორჩილება ღმერთს შეურაცხყოფდა.

ისააკ ასური: ჩუმად მამხილებელი მეგობარი გონიერი ექიმია, ხოლო მრავალთა თვალწინ მკურნალი – მაგინებელი.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: ნუ ჩათვლი უდიდესად იმას, რაც ცუდზე უკეთესი ჩანს, არამედ სწუხდე იმაზე, რომ სხვები შენზე კეთილნი არიან.

ალ პაჩინო: მთავარი საიდუმლო იმაშია, რომ იურთიერთო შენზე უკეთესებთან, იბრძოლო შენზე ძლიერებთან და გიყვარდეს ის, ვისი შეყვარებაც არ შეიძლება.

ფროიდი: ვიდრე საკუთარ თავს დეპრესიისა და დაწეული თვითშეფასების დიაგნოზს დაუსვამდეთ, დარწმუნდით იმაში, რომ ნორმალური ადამიანის გარემოცვაში ხართ.

აინშტაინი: ადამიანს, რომელსაც არასდროს დაუშვია შეცდომა, ახალი არაფერი გაუსინჯავს.

ხალილ ჯიბრანი: მამაკაცები, ვინც ქალებს მცირე უარყოფით თვისებებს არ პატიობენ, ვერასდროს დატკბებიან მათი დიადი ღირსებით.

ჩეხოვი: ქალი მხოლოდ ამ სამი საფეხურის გავლის შემდეგ ხდება კაცის მეგობარი: პირველად ის თანახმაა ნაცნობობაზე, შემდეგ მას უნდა იყოს მბრძანებელი და მხოლოდ ამის შემდეგ – მეგობარი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი