ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№25

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 03.07, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ნაპოლეონი: თაღლითი ხალხის წინ დააყენე და ის პატიოსანი ადამიანივით მოიქცევა.

ბროდსკი: პირამიდის სიმყარე მის წვერზე არაა დამოკიდებული, მაგრამ ჩვენს ყურადღებას ყოველთვის წვერი იქცევს.

იამამოტო ცუეტომო: წარსულის შემსწავლელი ადამიანები წარსულს თავისებურად გადმოსცემენ. ამიტომ მათში ბევრი გაურკვევლობაა.

ვაშინგტონი: სხვების დარწმუნების ერთადერთი საშუალება გაქვთ – უნდა მოუსმინოთ მათ.

ვოვენარგი: ყველაფერი გენიალური უბრალოა და ყველაფერი უბრალო – გენიალური. პატარა ადამიანი თავის არარაობას რთული საგნებით ფარავს.

იოანე ოქროპირი: როდესაც მოწყალებას გულმოწყალების გამო კი არ გაიღებ, არამედ საკუთარი თავის წარმოსაჩენად, მაშინ ის არა მხოლოდ მოწყალება არ არის, არამედ საწყენიცაა, რადგან ამით სახალხოდ დასცინი ძმას.

ტიხონ ზადონელი: ქრისტიანული ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა მუდმივი, სიცოცხლის დასასრულამდე სინანული.

ამბა ისაია: რისი გაკეთებისაც ადამიანთა თანდასწრებით გრცხვენია, მასზე ფიქრიც კი უწესობად ჩათვალე.

ციცერონი: შიში უფრო მეტად საზიანოა, ვიდრე ის, რისიც გეშინია.

პატანჯალი: სიკეთე ბოროტების გარეშე არ არსებობს, ისევე, როგორც ბოროტება არ არსებობს სიკეთის გარეშე.

თაგორი: ყველაზე უვიცი ადამიანი ფიქრობს, რომ სული მისი სხეულია. მეტად მცოდნე ფიქრობს, რომ სული მისი ცნობიერებაა. მაგრამ ორივე ცდება.

მონტენი: ვისაც სიმართლის მოსმენა არ შეუძლია, მას ვერაფერი გადაარჩენს.

კონფუცი: სწავლება განსჯის გარეშე უსარგებლოა. განსჯა სწავლების გარეშე კი – სახიფათო.

ვოლტერი: რაც უფრო მკაცრად განსჯი საკუთარ თავს, მით უფრო სამართლიანად განსჯი სხვებს.

კლუჩევსკი: ის, ვინც ძველს გაეცნობა, ახლის აღმოჩენა ძალუძს და მასწავლებლობის ღირსია.

რემარკი: როდესაც ქალს სათქმელი აქვს და დუმს, ეს სიჩუმე გამაყრუებელია.

პოლ ვალერი: ჭკვიანი ქალია ის, ვის გვერდითაც შეგიძლია, სულელურად მოიქცე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი