ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№53

ავტორი: „თბილისელები“ 23:00 09.01, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ტოლსტოი: მთავრობის ძალა ხალხის „უმეცრებაშია“. მათ იციან ეს და ყოველთვის იბრძოლებენ „განათლების“ წინააღმდეგ. დროა, მივხვდეთ ამას.

ტვენი: როცა შენს თავს უმრავლესობის მხარეს აღმოაჩენ, ესე იგი, ცვლილების დროა.
ჰემინგუეი: ცხოვრება ყველას დამსხვრევას ცდილობს და შემდეგ ზოგი ძლიერი ხდება, ზოგიც ნამსხვრევებად იქცევა.
ჟვანეცკი: თუ შინაგანი ხმა გარედან გესმის, ეს ცუდია.
ფორდი: არ გააგებინოთ ხალხს, როგორ მოქმედებენ ბანკები სინამდვილეში, თორემ რევოლუციას ვერ ასცდებით.
ბეკონი: ვისშიც აღტაცებას იწვევს სიმარტოვე, ის ან ველური მხეცია ან ღმერთი.
ჯოელ ოსტინი: ზოგჯერ თქვენ ეჯახებით პრობლემებს არა იმიტომ, რომ არასწორად იქცევით, არამედ პირიქით, იმიტომ რომ თქვენ სწორ გზაზე დგახართ.
სარტრი: თუ თქვენ მარტო ხართ მაშინ, როცა თქვენ მარტო ხართ, ცუდ კომპანიაში იმყოფებით.
ოშო: ზოგჯერ იმისთვის, რომ დაინახო, აუცილებელია, დაშორდე და არა მიუახლოვდე.
ვოლტერი: თქვენ არასდროს არავის სჭირდებით, უბრალოდ, ამას მაშინ იგებთ, როცა დახმარება გჭირდებათ.
იბსენი: იმარჯვებს ის, ვინც მოწინააღმდეგეს მისსავე იარაღს ჩასცემს.
ბალზაკი: სიყვარული ყვირილის საშუალებას გვაძლევს, მაგრამ გამოფხიზლებისას – არა.
არისტოტელე: უთანასწორობის ყველაზე ცუდი ფორმაა, არათანასწორები ჩავთვალოთ თანასწორებად.
სოკრატე: უბრალო ადამიანებს რომ ჰქონდეთ ზიანის მიყენების განუსაზღვრელი შესაძლებლობა, მაშინ მათ ექნებოდათ სიკეთის კეთების განუსაზღვრელი სურვილი.
უაილდი: ვინც კარგ, გამგებ და ლამაზ ქალს ეძებს, ეძებს არა ერთ, არამედ სამ ქალს.
ლუქსემბურგი: ქალის ხასიათი არ აჩვენებს, სად იწყება სიყვარული, არამედ გვანახვებს, თუ სად მთავრდება ის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი