ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№24

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 26.06, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

მამარდაშვილი: ჩვენთვის დამოუკიდებლობა პირველი და აბსოლუტური, სადღეისო მიზანია. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ დამოუკიდებლები ვიყოთ, არამედ იმიტომ, რომ დავინახოთ ჩვენი თავი და შევქმნათ სიტუაცია, სადაც ჩვენი რეალური პრობლემები გამოჩნდება. ამ პრობლემების გადაწყვეტის პირობა კი შინაგანი გათავისუფლებაა.

იოანე ოქროპირი: მოყვასის განკითხვით შენ მასაც ზიანი მიაყენე, ვინც ისმენდა. თუ ის ცოდვილია, უდარდელი ხდება, როდესაც ცოდვაში თანამზრახველს იპოვის; ხოლო თუ მართალია, ამპარტავნებაში ვარდება და სხვისი ცოდვის გამო ამაყდება, რაც საბაბია იმისთვის, რომ დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე.

ტრუმენ კაპოტე: მნიშვნელობა არა აქვს სიტყვებს, მთავარი ემოციაა, რომლითაც სიტყვებია ნათქვამი და ნდობა, რომლითაც ნათქვამს იჯერებ.

ვოვენარგი: სიარულის მცოდნე კვალს არ ტოვებს. ლაპარაკის მცოდნე კი არავის შეეხება სიტყვით.

ვოლტერი: უზენაესი მანამდე ეხმარება ადამიანს, სანამ ეს ადამიანი სხვებს ეხმარება.

ფრანკლინი: თუ იმას აკეთებ, რაც არ შეიძლება, მაშინ ის მოითმინე, რაც არ მოგწონს.

კონფუცი: არ ვბრაზობ, როცა ხალხს ჩემი არ ესმის. ვბრაზობ, როცა მე არ მესმის ხალხის.

არისტოტელე: როდესაც კარგი ფუჭდება, ის ხდება განსაკუთრებულად ცუდი.

ამბა ისაია: თუ ყურს გაუფრთხილდები, ენით არ შესცოდავ.

მარკოზ მოსაგრე: ზრახვის გაჩენა კი არ არის ცოდვა, არამედ გონების მეგობრული საუბარი მასთან.

ლაო ძი: თქვენ გმართავთ ის, ვინც გაბრაზებთ.

რუსო: ჭკვიანი ყოველდღე იმატებს ცოდნას, ბრძენი კი ყოველდღე შლის ზედმეტს.

აინშტაინი: მხოლოდ მოკვდავს სჭირდება წესრიგი, გენიოსი ქაოსზე ბატონობს.

კიიოსაკი: როდესაც საქმე ფულს ეხება, ყოველთვის გამოჩნდება უამრავი მრჩეველი, ვისაც გახვრეტილი გროშიც კი არ გააჩნია.

მონტენი: გაუმარჯოს კაცს! მონდომების შემთხვევაში მას შეუძლია, ყველაფერს მიაღწიოს. გაუმარჯოს ქალს! სურვილის შემთხვევაში მას შეუძლია ნებისმიერი მამაკაცი მოხიბლოს.

ზიგმუნდ ფროიდი: ვინმემ იცით, რა სურთ ქალებს? 52 წლის განმავლობაში კი მხოლოდ იმ დასკვნამდე მივედი, რომ ქალებს სურთ, კაცებმა არ დასვან მსგავსი სულელური შეკითხვები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი