ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№23

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 19.06

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ლინკოლნი: ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი.

მამარდაშვილი: სანამ გაგრძელდება პატივმოყვარეობის მაამებელი ხატების შექმნა? ოჰ! რა კარგად ვიყავით, კულტურაც გვქონდა, სოფელიც ყვაოდა!.. ვიდრე ამ ყალბ ნუგეშისცემას გავაგრძელებთ, დაუსრულებლად ვიტრიალებთ წრეში, როგორც დანტეს გმირები ჯოჯოხეთში.

ალბერტ აინშტაინი: ერთ ხმას შეუძლია, შეცვალოს ოთახი, ქალაქი, შტატი, ერი, მსოფლიო.

მიხეილ ჯავახიშვილი: ისე ტკბილია თაფლი, რომ ბოლოს მწარდება. ზედმეტი გემო, ნამდვილ გემოს კლავს.

მურაკამი: გრიგალს თავს რომ დააღწევ, ისევ ის აღარ იქნები. აი, რა არის ქარიშხლის აზრი.

პითაგორა: ხუმრობაც ზომაზე იხმარე, როგორც მარილი.

ტოლსტოი: რაც უფრო ბრიყვია ადამიანი, მით უფრო მეტი თავხედობაა მასში.

ვისლავ ბრუძინსკი: პოლიტიკა არ არის მეცნიერება, როგორც ამას პატივცემული პროფესორები წარმოგვიდგენენ, არამედ ხელოვნებაა.

იოანე ოქროპირი: არაფერია იმაზე უსაფრთხო, ვიდრე მტრისთვის მიტევება; არაფერია იმაზე საშიში, ვიდრე შურისძიება მასზე.

ისააკ ასური: ადვილად შეგეძლოს ყველაფრის უგულებელყოფა განდიდებისას და ნუ იქნები დიდი შენს სიმცირეში.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: უდიდესი მეცნიერებაა, იყო ბრძენი, ხოლო უდიდესი სიბრძნეა, იყო კეთილი.

კონფუცი: თუკი იმ ოთახში, სადაც იმყოფებით, თქვენ ყველაზე ჭკვიანი ხართ, მაშინ სხვა ოთახში უნდა იმყოფებოდეთ.

ფრანკლინი: ჭკვიანი ადამიანი მტრებთან ურთიერთობებისგან უფრო მეტ სასარგებლოს მიიღებს, ვიდრე გულმხურვალე მხარდამჭერებისგან.

ვოვენარგი: მე არ მინახავს, რომ ადამიანებს ისევე უყვარდეთ სიკეთე, როგორც უყვართ სილამაზე.

მონტენი: ბავშვს ჯერ მოსმენა ასწავლეთ და შემდეგ – რაც გსურთ.

კიიოსაკი: თქვენ ბევრ რამეს ისწავლით წიგნის კითხვით, მაგრამ წიგნის კითხვით ველოსიპედით სიარულს ვერ ისწავლით.

რემარკი: მხოლოდ სრული იდიოტი იდავებს ქალთან და მას ლოგიკისკენ მოუწოდებს.

შანელი: თუკი ქალის ნაკლის გაგება გსურთ, მაშინ ის მის მეგობრებთან შეაქეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

19-25 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 19 – 25 სექტემბერი