ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№22

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 12.06, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

დოსტოევსკი: ნიჭის უპირველესი მტერი სიღარიბეა.

ვოლტერი: საუკეთესო მეგობარი კარგი მტერია.

კამიუ: მსოფლიოში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის, მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა.

დოჩანაშვილი: ყველაზე დიდი სილამაზე ამაღლებული უბრალოებაა.

აკაკი: ვინც მეტს გრძნობს, იმას უფრო ხშირად უტყდება გული.

მონტენი: სულელები რომ არ არსებობდნენ, ჭკვიანები შეუმჩნეველები დარჩებოდნენ.

არისტოტელე: თავისუფალი ადამიანია ის, ვინც სხვებისთვის არსებობს და არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

კონფუცი: ადამიანები, ვისაც ბედნიერებისა და სიბრძნის მიღწევა სურთ, მუდმივად უნდა იცვლებოდნენ.

კანტი: ომი იმითაა ცუდი, რომ უფრო მეტ ბოროტ ადამიანს ბადებს, ვიდრე კლავს.

ლაო ძი: თუკი ადამიანი დიდი ხნის განმავლობაში სხვის კიბეზე ადის, მანამდე, სანამ საკუთარს იპოვის, ძირს უნდა დაეშვას.

იოანე ოქროპირი: არაფერი ისე არ შეაჩერებს მაწყინარს, როგორც მოკრძალებული მოთმინება იმისგან, ვისაც აწყენინა.

ბარსანოფი დიდი: იმისთვის კი არ განვიკითხებით, რომ ჩვენში ზრახვები შემოდის, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ მათ ცუდ მიმართულებას ვაძლევთ.

გრიგოლ ღვთისმეტყველი: უმჯობესია, საკუთარ თავზე ცუდი მოისმინო, ვიდრე სხვაზე თქვა ცუდი.

როკფელერი: ბიზნესზე დამყარებული მეგობრობა უკეთესია, ვიდრე მეგობრობაზე დამყარებული ბიზნესი.

არისტოტელე: ადამიანი ორი წლის განმავლობაში სწავლობს ლაპარაკს, დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში – დუმილს.

ოშო: თუ ახლავე არ იცვლები, არასოდეს შეიცვლები.

კიიოსაკი: ადამიანთა უმრავლესობას მეტი ფული რომ მისცეთ, უფრო ღრმად ჩაეფლობიან ვალებში.

ჟვანეცკი: ქალები მამაკაცებს უფრო დახვეწილებს ხდიან.

რემარკი: ერთგული ცოლი ის კი არ არის, ვისაც ყოველ ნაბიჯზე უთვალთვალებ, არამედ ის, ვისაც სრულ თავისუფლებას ანიჭებ და შენთან რჩება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი