ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№19

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 22.05

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ცვაიგი: მხოლოდ სუსტი ბუნების ადამიანები ემორჩილებიან და ივიწყებენ ყველაფერს, ძლიერნი კი ბობოქრობენ და უთანასწორო ბრძოლაში ებმებიან ყოვლისშემძლე ბედთან.

მურაკამი: არ არსებობს ომი, რომელიც სხვა ომს დაამარცხებს, ომი ომს შობს.

ბუდა: ჩვენ ვერავინ გვიხსნის საკუთარი თავის გარდა. ჩვენ თავად უნდა ვიპოვოთ ჩვენი გზა.

მარკესი: მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას არ უყვარხარ ისე, როგორც შენ გინდა, რომ უყვარდე, იმას არ ნიშნავს, რომ მას მთელი გულით არ უყვარხარ.

აბულ ფარაჯი: შენს საიდუმლოს მეგობარს ნუ გაუმხელ, შენს მეგობარზე მტერს ნუ მოუყვები.

ვოლტერი: ჰგავდე საკუთარ თავს, ნიშნავს, იყო ლამაზი.

ტოლსტოი: ყველაზე არაადამიანური აქტი, რისი ჩადენაც ადამიანს შეუძლია, ესაა ვინმეს გადაქცევა ნივთად.

პოლ ვალერი: მიზეზები ჩვენ შიგნითაა. გარეთ კი – მხოლოდ თავის მართლება.

ოშო: ნუ იქნები რელიგიური, იყავი რელიგია.

აინშტაინი: წარმატების მისაღწევად კი არ უნდა მიილტვოდეთ, არამედ უნდა ეცადოთ, რომ თქვენს ცხოვრებას აზრი ჰქონდეს.

მონტენი: სანამ თქვენ არ შეგიძლიათ, თქვათ არა, თქვენს დიახს არანაირი აზრი არ ექნება.

ვოვენარგი: ყველა გადმოღებული ჭეშმარიტება სიცრუეა, სანამ თავად არ გამოცდი. სხვა შემთხვევაში ის არაა ჭეშმარიტება.

როკფელერი: იმის დანახვა, რასაც სხვა ადამიანები ვერ ხედავენ, წარმატების უნივერსალური გასაღებია.

ფორდი: ფული ძალაუფლების ერთ-ერთი სახეობაა, მაგრამ უფრო მეტ ძალას ფლობს ფინანსური განათლება.

ჩესტერფილდი: თუკი ფიქრობთ, რომ სწავლა ძვირი ღირს, მაშინ შეეცადეთ, გაიგოთ, რა ღირს უვიცობა.

რუსო: ყველას, ვისაც მარტოობა უყვარს ან ველური მხეცია ან უფალი ღმერთი.

ჟვანეცკი: ქვეყანაზე ბევრი ქალია, ვისთანაც დაწოლა შეიძლება, ძალიან ცოტა – ვისთანაც შეიძლება ლაპარაკი.

შანელი: თითქმის ყველა ქალს უნდა, რომ ერთგული იყოს. სირთულე კი ისაა, რომ ძნელია, იპოვო მამაკაცი, ვისაც ერთგულებას შეუნახავ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...