ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№17

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.05, 2022 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

მენანდრე: ყოველთვის წამქეზებელი იმარჯვებს.

ჩესტერფილდი: ყველაზე საშინელი ამქვეყნად ისაა, რომ საბოლოოდ ყველაფერს ეჩვევი.

აბულ ფარაჯი: ნათესავებთან ერთად ჭამე და სვი, მაგრამ არ ივაჭრო.

ვოვენარგი: ადამიანი სამ დღეში შეიძლება გახდეს შენთვის ახლობელი. იმან კი, ვინც შენ გვერდით წლების განმავლობაში ცხოვრობს, შესაძლოა, ვერასოდეს გაიგოს, რომელია შენი საყვარელი ფერი.

მარკესი: არ ფანტო დრო იმ ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის, რომ დრო შენთან გაატაროს.

ტოკვილი: ისტორია სამხატვრო გალერეაა, სადაც ცოტა ორიგინალებია და ბევრი ასლები.

ფილდინგი: მთელი ჩემი გამწარებული ცხოვრებისთვის უდიდესი ნუგეშია, რომ ვერანაირი მტერი ვერ წამართმევს ჩემს სინდისს.

როლანი: დიდი სულის ადამიანი მარტო არასოდეს იქნება.

რემარკი: სჯობს, ბოროტებას თვალებში ჩახედო, ვიდრე მასზე იფიქრო.

ვოლტერი: სულელად დაბადება სირცხვილი არ არის, სულელად სიკვდილია სამარცხვინო.

ტოლსტოი: ვინც ცდილობს, შენარჩუნებას – ის კარგავს, ხოლო ის, ვინც ღიმილით ცდილობს გაშვებას – მის შენარჩუნებას ცდილობს.

დალაი ლამა: თუკი გზა შეგეშალა, უკან დაბრუნდი. თუკი სიტყვა შეგეშალა, მაშინ ვერაფერს გააწყობ.

მონტენი: ყურები, რომლებიც რჩევებს არ ისმენენ, იმ თავს მიჰყვებიან, რომელიც უნდა მოჭრან.

კიიოსაკი: ღარიბი ამბობს – შენ წააგე. მდიდარი ამბობს, შენ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა გაქვს წაგებული.

რუსო: ის, ვისაც ულამაზო ადამიანი უყვარს, მას ლამაზს ხდის.

შანელი: რთულია იმ ქალის ერთგულებაზე ლაპარაკი, ვისაც არასდროს უღალატია.

ჟვანეცკი: ახალგაზრდობაში გეშინია, რომ ქალი უარს გეტყვის. მოხუცებულობისას კი – რომ დაგეთანხმება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი