ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 24.04

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ვოვენარგი: სამართლიანი ის ადამიანი კი არ არის, რომელიც უსამართლობას არ სჩადის, არამედ ის, ვისაც აქვს შესაძლებლობა, უსამართლო იყოს, მაგრამ ამას არ აკეთებს.

მენანდრე: მტრობაში მეგობარი არაფრით გამოირჩევა მტრისგან.

მონტენი: საკუთარი ნაკლის ტარება უნდა ვისწავლოთ.

ჯიბრანი: მიყვარს და საყვარელი ვარ, ეს შეიძლება, ერთი და იგივე ადამიანი არ იყოს.

ობამა: ყველა ცოდნისკენ მიმავალი გზა მოიცავს სხვადასხვა წესს და ეს წესები ერთმანეთს არ ცვლის.

ბუალო: სულელი ყოველთვის მოძებნის მასზე უფრო სულელს, რომელსაც გააკვირვებს.

კუსანგი: სიმართლე გვაკარგვინებს ადამიანებს, მაგრამ არასოდეს – საკუთარ თავს.

კიროსი: ბოროტია ის, ვინც კეთილია მხოლოდ საკუთარი თავისთვის.

ფროიდი: სინამდვილეში ადამიანების უმრალვესობას არ სურთ თავისუფლება, რადგან ის საკუთარ თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობას, ხოლო პასუხისმგებლობა უმრავლესობას აშინებს.

ლაო ძი: სხვისი წვრთნის შესაძლებლობა სიკეთეა, საკუთარი თავის გამოწვრთნა კი – ძალა.

რუსო: ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ რასაც გვეუბნებიან, მისი მხოლოდ ნახევარი უნდა დავიჯეროთ, მაგრამ მხოლოდ ბრძენმა იცის, რომელი ნახევარი დაიჯეროს.

ბლესინგტონი: კაცი, რომელსაც არ ძალუძს, თვითონ ამაღლდეს სულით, სხვის დამდაბლებას ცდილობს.

მარკერი: ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.

ტვენი: შევეცადოთ, ისე ვიცხოვროთ, რომ როდესაც მოვკვდებით, მესაფლავემაც დაგვიტიროს.

ილია: ჭკვიანს არ ეომო, როცა გაქონ – წაუყრუე, როცა გაძაგონ – დაფიქრდი. ბევრს თუ დაგპირდნენ, ცოტას ელოდე.

შოუ: გეშინოდეს იმის, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.

ჟვანეცკი: ერთი ქალის მზერა მეორეზე მებაჟის მიერ ბარგის კონტროლს წააგავს.

შანელი: თუ ორი მამაკაცი საუბრობს, ისინი საკუთარ თავზე ლაპარაკობენ, ხოლო ორი ქალი საუბრობს – მესამე ქალზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...