ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 01.05

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

ვოვენარგი: მეცნიერის მელანი უფრო წმინდაა, ვიდრე წამებულის სისხლი. მიიღეთ განათლება და რომ განათლდებით, სხვებიც გაანათლეთ.

ჩესტერფილდი: ცუდს არავიზე ვიტყვი, მაგრამ ყველაფერს მოვყვები, რაც თითოეულზე კარგი ვიცი.

ტოლსტოი: ღმერთი ადამიანს მანამდე ეხმარება, სანამ ადამიანი ეხმარება თავის მეგობარს.

ვოლტერი: შეეცადეთ, დაძლიოთ შური, რადგან შური კეთილ საქმეებს შთანთქავს ისევე, როგორც ცეცხლი შთანთქავს შეშას.

მოემი: ტკივილი გატირებს, სიყვარული გალაპარაკებს.

მონტენი: არცერთი ადამიანი არ გახდება ისეთი უცხო, ვიდრე ის, ვინც შენ ადრე გიყვარდა.

რუსო: საუკეთესოა ის, ვინც თავისი ოჯახის მიმართაა საუკეთესო.

ისააკ ასური: ახსენე უფალი შენი კეთილდღეობის დროს და აუცილებლად გაგიხსენებს გასაჭირის დღეებში.

ტიხონ ზადონელი: ჭეშმარიტი მორწმუნეა ის, ვინც მხოლოდ სიკეთეს მოიხმარს და მხოლოდ სიკეთეს გასცემს.

ცვაიგი: ზოგჯერ პრინციპები უნდა დაარღვიო, სხვაგვარად სიხარულს ვერ მიიღებ.

მენანდრე: ერიდე ყველას, ვისაც სიკეთე გაუკეთე.

აბულ ფარაჯი: ერთი სულელის მიერ ჭაში ჩაგდებული ქვა შეიძლება, ორმოცმა ჭკვიანმა ვერ ამოიღოს.

დოსტოევსკი: როდესაც უყვართ, ერთგულები არიან, მაგრამ როდესაც ერთგულები არიან, შეიძლება, არც კი უყვარდეთ.

ბუკოვსკი: გონება იმისთვის მიეცა ადამიანს, რომ მან გაიგოს – მხოლოდ გონებით ცხოვრება არ შეიძლება.

განდი: მარტოობა ასატანია, როცა არ გიყვარს.

ლინკოლნი: სინათლე არ ანათებს, როდესაც სინათლეა. ის სიბნელეში ანათებს.

შანელი: კაცის ბედნიერებაა „მე მინდა“, ქალის კი – „მას უნდა“.

რემარკი: სიყვარულით ქალი ჭკვიანდება, კაცი კი თავს კარგავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...