ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 10.04, 2022 წელი
ჯორჯ კარლინი: მშვიდობის გულისთვის ომი იგივეა, რაც სექსი ქალიშვილობის დასაცავად.
კონსტანტინე: ყოველი ადამიანი, ყოველი ცხოველი, ყოველი საგანი სახიფათოა. დროს გააჩნია მხოლოდ.
ჰესე: გულგრილობა, აბუჩად აგდება, გულქვაობა კონკრეტულ სიტუაციებში მკვლელობაზე ნაკლები არ არის.
სელინი: ამ სამყაროში ყველაფრისთვის გიწევს საფასურის გადახდა, სიკეთე კი ხშირად ბევრად უფრო ძვირი გიჯდება.
დოსტოევსკი: ღმერთსაც უნდოდა, დედა ჰყოლოდა და დაიბადა ადამიანად.
ცვაიგი: თუ ბევრს შრომობ და ასრულებ შენს მოვალეობას, შეგიძლია, წინ გაუსწრო ცხოვრებას, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან ხარ და ვინ გიყვარს.
დენი დიდრო: პეპელას თვალები და ფრთებიც კი საკმარისია, რათა უღმერთო გაანადგურო.
ლუი პასტერი: რაც უფრო ღრმად ვეუფლები მეცნიერებას, მით უფრო მოსაწონი ვხდები.
ლაიბნიცი: სიყვარული იმას ნიშნავს, რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო.
ჰემინგუეი: ნუ იმსჯელებთ ადამიანებზე მხოლოდ მათი მეგობრების მიხედვით. არ დაგავიწყდეთ, რომ იუდას ყველა მეგობარი უნაკლო იყო.
ჯონ ლოკი: განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა შორის.
გოდერძი ჩოხელი: სიკვდილი ადამიანად არყოფნის სევდაა.
ავიცენა: მე ფარდის იქით ხილული ვარ, აქეთ – ფარული.
ეპიკურე: საკუთარი სიმშვიდე სიმდიდრეთა შორის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.
არისტოტელე: ვინც წინ მიდის სწავლაში, მაგრამ უკან რჩება ზნეობაში, ის უფრო უკან მიდის, ვიდრე წინ.
შექსპირი: თუ გიყვარს, თუ ლოცულობ და თუ იტანჯები, დიდი ადამიანი ხარ.
ბობ დილანი: არის ქალი – პრობლემაა, არ არის ქალი – პრობლემაა.
შანელი: ქალებს კარიერაში წინსვლა უფრო იმიტომ უჭირთ, რომ არ ჰყავთ ცოლი, რომელიც მათ წინ უბიძგებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან