ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№16

ავტორი: „თბილისელები“ 18:00

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ჰაჯი თაღლიევი: თქვენ თუ მისცემთ განათლებას მამაკაცს, მიიღებთ განათლებულ პიროვნებას. ხოლო თუ მისცემთ განათლებას ქალს, მიიღებთ განათლებულ ნაციას.

ზიგ ზიგლარი: გაუფრთხილდი შენს ფიქრებს, როდესაც მარტო ხარ და გაუფრთხილდი სიტყვებს, როდესაც ხალხთან ხარ.

ტოლსტოი: ადამიანებს, რომლებსაც ყველა წვრილმანი გულთან ახლოს მიაქვთ, ყველაზე მეტად შეუძლიათ გულწრფელი სიყვარული.

ტერი კრატჩეტი: ადამიანი, რომლის ყიდვაც შეიძლება, როგორც წესი, არაფერი ღირს.

დუმბაძე: ცხოვრების ჭეშმარიტება ისაა, ისწავლო ადამიანის სიყვარული, ცხოვრობდე ადამიანებს შორის და ცხოვრობდე ადამიანებისთვის.

კონფუცი: შეეცადეთ, ოდნავ კეთილი იყოთ და თქვენ დაინახავთ, რომ ცუდის გაკეთებას ვეღარ შეძლებთ.

კოელიო: კარგ ურთიერთობას არ სჭირდება პირობები, წესები და კანონები. წესებს და კანონებს სჭირდება მხოლოდ ორი ადამიანი, ერთი – ვინც ენდობა და მეორე – ვისაც ეს ნდობა ესმის.

ილია მეორე: ამპარტავნების ხარისხი იმდენად დიდია, რომ ადამიანი ვეღარ იტანს შენიშვნას.

მამა გაბრიელი: ცხოვრების გზაზე უამრავი რამ შეგხვდება, მაგრამ ვერაფერი რომ ვერ გაგაბოროტებს, მაშინ ხარ ადამიანი.

ბერი პაისი: ნუ მელაპარაკები ზედმეტად ღმერთზე, ნება მომეცი, ღმერთი დავინახო შენს ქმედებაში.

ჩესტერფილდი: ბოდიში მუშაობს, როდესაც შეცდომა დაშვებულია და არა მაშინ, როდესაც ნოდობაა დაკარგული.

ვოლტერი: ერთია, როცა ნამდვილად ძლიერი ხარ და მეორე, როდესაც უფლება არ გაქვს, იყო სუსტი.

მანდელა: ბედნიერებისა და ჰარმონიის ერთ-ერთი ნიშანია სხვებისთვის რაიმეს დამტკიცების სურვილის აბსოლუტურად არქონა.

ვოვენარგი: ზოგი ადამიანი შენს ცხოვრებაში ჩნდება მხოლოდ იმიტომ, რომ გაჩვენოს, რა არ არის სიყვარული.

ლევან გოთუა: ქალი ბედნიერებას მამაკაცზე უფრო მეტად გრძნობს, ხოლო უბედურებას მამაკაცზე უფრო მეტად იტანს.

კატრინ დენევი: თუ გინდა, მამაკაცის სიყვარული შეინარჩუნო, მას ცოლად არ უნდა გაჰყვე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი