ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00
რემარკი: ბნელ დროში კარგად ჩანან ნათელი ადამიანები.
ჰაინე: ძალიან ბევრი ადამიანი იკარგება უგზო-უკვლოდ, როდესაც სიტყვების საქმით დამტკიცების დრო დგება.
ეშენბახი: ძლიერი ადამიანი ის კი არ არის, ვინც არასდროს ეცემა, არამედ ის, ვინც ტკივილის შემდეგაც ადამიანად რჩება.
საფირი: პატიოსანი ადამიანების პრობლემა ის არის, რომ ისინი სხვებისგანაც ელოდებიან პატიოსნებას.
მონტენი: სიკეთე უნდა გააკეთო ჩუმად. დანარჩენი ყველაფერი თეატრია.
არისტოტელე: ვინც მარტოობაში ახერხებს ტკბობას, ის ან მხეცია ან კიდევ ღმერთი.
ბუასტი: ცხოვრება შეიძლება, ყოველთვის სამართლიანი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ყველას რეალურ სახეს აჩვენებს.
ფორდი: მაგარი ლიდერები გვაჩვენებენ, თუ რა მაგრები არიან ისინი. უფრო მაგარი ლიდერები გვაჩვენებენ, გვაგრძნობინებენ, თუ რა მაგრები შეგვიძლია, ვიყოთ ჩვენ.
დემოკრიტე: ვერავითარი თვალთმაქცობით ვერ დამალავ სიყვარულს იქ, სადაც არის და ვერ გამოაჩენ იქ, სადაც არ არის.
თეოფრასტე: ყველა ავადმყოფობა, მექანიკური დაზიანების გარდა, გამოწვეულია სულის დაცემით.
ილია მეორე: სიხარული, ხომ სიყვარულიდან მომდინარეობს, ვისაც სიყვარული არ შეუძლია, მას არც სიხარულის განცდა ექნება.
მამა გაბრიელი: ვინც ენასა და მუცელს სძლია, ის უკვე სწორ გზაზე დგას.
ეფრემ მეორე: ცხოვრებას მარტივი ფორმულა აქვს: გაიხედე უკან და მადლობა შესწირე ღმერთს; გაიხედე წინ და ენდე ღმერთს, სულ ესაა.
ჰოპკინსი: ადამიანებზე წარმოდგენის დაკარგვა, სინამდვილეში, მხედველობის დაბრუნებაა.
ვოლტერი: რომ აწყენინო ძლიერ ადამიანს, მოატყუე ის. რომ აწყენინო სუსტ ადამიანს, სიმართლე უთხარი.
ჩესტერფილდი: ცხოვრებაში ადამიანთა უმეტესობა თამაშობს, თითქოს გეხმარება.
რუსო: რაც უფრო ხშირად იწვიან ხიდები თქვენ უკან, მით უფრო ნათლად ჩანს გზა წინ.
მეთიუ არნოლდი: ქალებთან გულით კამათობენ და არა გონებით.
ლაუბი: მამაკაცი ითმენს ცოლქმრობას ქალისადმი სიყვარულის გამო. ქალი იტანს მამაკაცს ცოლქმრრობის სიყვარულის გამო.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
