ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 03.01

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ფორდი: დამარცხება, უბრალოდ, შესაძლებლობაა, რათა უფრო ჭკვიანურად დაიწყო თავიდან.

ტოლსტოი: ადამიანი ყოველთვის ბედნიერი უნდა იყოს, თუ ბედნიერება სრულდება, მაშინ რაღაცაში შეცდი.

მონტენი: დღეს შედგენილი კარგი გეგმა ხვალ მოფიქრებულ უნაკლო გეგმაზე უკეთესია.

მაკიაველი: ადამიანი უფრო აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.

ჯაკომო ლეოპარდი: განათლებულ ხალხს უმეტესად კარგი გემოვნება აქვთ, ვინაიდან განათლება ადამიანს ბუნებასთან აახლოებს.

ნიცშე: ვისაც სხვა ადამიანის ამაღლებულ თვისებათა დანახვა არ სურს, იგი უფრო დაჟინებით აკვირდება იმას, რაც მასში მდაბალი და ზედაპირულია და ამით საკუთარ თავს გასცემს.

ბრეხტი: ვინც არ იბრძვის, უკვე დამარცხებულია.

მოემი: რევოლუციის დროს საზოგადოების ზედაპირზე ამოდის ნაძირალა და დამნაშავეების ფენა.

პლატონი: ჩვენ ადვილად ვპატიობთ ბავშვს სიბნელის შიშს, მაგრამ ცხოვრების რეალური ტრაგედია არის კაცი, რომელსაც სინათლის ეშინია.

ლეს ბრაუნი: ჩვენ არ ვცხოვრობთ ოცნებებით, ჩვენ ვცხოვრობთ შიშებით.

ცვაიგი: რაც უფრო მეტი უფლებები ეძლევა, ძლიერის ხასიათი მტკიცდება, სუსტები კი იღუპებიან დაუმსახურებელი ბედნიერების ტვირთქვეშ. დიდი მოწყალება ღირსეულთ შეჰფერით, უღირსთათვის კი საშიშად იქცევა.

მამა გაბრიელი: ერთი ხე მილიონ ასანთს იძლევა, მაგრამ საკმარისია ერთი ასანთი, რომ დაწვას მილიონობით ხე.

ვოლტერი: ღმერთი მხოლოდ იმათ შეეწევათ, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.

დოსტოევსკი: ადამიანი სასწაულს ოდნავ უარყოფს თუ არა, უმალ ღმერთსაც უარყოფს, რადგან ადამიანი ღმერთს ისე არ ეძიებს, როგორც სასწაულს.

კონფუცი: სილამაზე ქალის სიბრძნეა, სიბრძნე კი მამაკაცის სილამაზე.

ტვენი: ქალი არის თევზი, რომელიც მეთევზეს იჭერს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

11-17 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

ჯუბა

როგორ უდგას კოვიდპანდემიის დროს ქვეყანას მხარში „ა...