ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№12

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 03.04

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ფრანკლინი: ის, ვინც უსაფრთხოებისთვის სწირავს თავისუფლებას, არც უსაფრთხოების ღირსია და არც თავისუფლების.

მენანდრე: სამართლიანი ადამიანის ზნეობრივი თვისებები შეიძლება, კანონის შემცვლელად ჩაითვალოს.

მონტენი: ადამიანის ღირსება შეგვიძლია, შევამოწმოთ უკანონობის და უსამართლობის დროს.

ტიხონ ზადონელი: ცდუნებულნი თითქმის ყოველთვის მაცდუნებელნი ხდებიან.

ჩესტერფილდი: როდესაც სიტყვას ამბობ, ის დუმილზე უკეთესი უნდა იყოს.

ჩეხოვი: თუკი ადამიანი თავად უფრთხილდება საკუთარ ჯანმრთელობას, მაშინ რთულია ისეთი ექიმის მოძებნა, ვინც ამ ადამიანზე უკეთ იცის, თუ რა არის მისთვის სასარგებლო.

რუსო: ის, ვინც დოლზე აბრახუნებს, რათა გიჟმა იცეკვოს, იმ გიჟზე უკეთესი არაფრითაა.

მოპასანი: სიყვარული იმის ღრმა გაგებაა, რომ ვიღაც გამთლიანებს.

დავით გურამიშვილი: ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო?

ისააკ ასური: ვისაც საკუთარი ცოდვები მცირედ მიაჩნია, იგი უწინდელზე მძიმე ცოდვებში ჩავარდება.

ლინკოლნი: როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?

მამარდაშვილი: რუსული სივრცე – დროის მეტაფიზიკურ თავისებურებად უნდა ჩაითვალოს ის ფენომენი, რომ საკუთარ თავს და შენ გარშემო მყოფთ ყოველი დღე უქციო ჯოჯოხეთად.

აინშტაინი: ვერასდროს გადაწყვეტ პრობლემას, ისე თუ იფიქრებ, როგორც ისინი, ვინც ეს პრობლემები შექმნა.

ფროიდი: ძალებისა და თავდაჯერებულობის ძიება გარეთ უშედეგოა, ისინი უნდა ეძიოთ იქ, სადაც ყოველთვის იყვნენ – თქვენში.

ჯონ კენედი: ყველაზე ცხელი ადგილი ჯოჯოხეთში მისთვისაა განკუთვნილი, ვინც ნებისმიერ კრიზისში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს.

კამიუ: ქალის სიყვარული შეიძლება, გამოცადოთ სიღარიბეში, ხოლო მამაკაცის ერთგულება – სიმდიდრეში.

ვოლტერი: ქალს მხოლოდ ერთი საიდუმლოს შენახვა შეუძლია – საკუთარი ასაკის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...