ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.03, 2022 წელი
ჯორჯ ორუელი: მთელი სამხედრო პროპაგანდა, ყვირილი, ტყუილი და სიძულვილი ყოველთვის მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებიც ამ ომში არ წავლენ.
რეიგანი: ნამდვილად არ მესმის, როგორ შეიძლება, პრეზიდენტი მსახიობი არ იყოს.
მურაკამი: ოცნება ადამიანს შიგნიდან ათბობს და იმავდროულად, ნაწილებად ყოფს.
ჰოისი: პოლიტიკა ვერ განსაზღვრავს კულტურას, მაგრამ კულტურამ კი შეიძლება განსაზღვროს პოლიტიკა.
ლინკოლნი: როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება.
ფროიდი: სამყაროს შექმნისას გეგმებში არ შედიოდა ადამიანის გაბედნიერება.
მონტენი: როდესაც პიროვნება არ არის აგრესიული, ის დაუმარცხებელია.
ბუასტი: განათლება საგანძურია, შრომა კი – მისი გასაღები.
ჩეხოვი: სინამდვილეში სიცოცხლე ძალიან მარტივი რამაა. ადამიანს დიდი ძალისხმევა სჭირდება მის გასაფუჭებლად.
აინშტაინი: არსებობს ორი უსასრულობა – სამყარო და სისულელე, თუმცა, პირველის შესახებ დარწმუნებული არ ვარ.
რუსო: თუ სთხოვ, ერთი წუთი შეგრცხვება, თუ არა, მთელი ცხოვრება.
ტრუმენ კაპოტე: მაშინ გახდები კარგად, როცა თვითონ გახდები კარგი.
ტოლსტოი: ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი კი – ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე.
კიოსაკი: ღარიბი, წარუმატებელი, უბედური და ავადმყოფი ისაა, ვინც ხშირად იყენებს სიტყვას – ხვალ.
სოკრატე: რასაც ადამიანი თავისი გამოცდილების გარეშე ლაპარაკობს, უნდობლობას იმსახურებს, თუნდაც ის ჩემს ციტატებს იმეორებდეს.
აბულ ფარაჯი: ვინც ცოლს ღალატი აპატია, მალევე მიხვდება, რომ სხვის ცოლთან ცხოვრობს.
ბეკონი: მამაკაცი უკვე სანახევროდაა შეყვარებული იმ ქალზე, ვინც მას უსმენს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან