ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№9

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 13.03

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ოშო: მტრების სიყვარული იოლია. გაცილებით ძნელია მეზობლის სიყვარული.

ვოვენარგი: რაც შენ გინდა, ხვალ იქნება, მაგრამ დღეს უკვე უნდა იცოდე.

კიოსაკი: თუკი ფიქრობ, რომ პრობლემა ჩემშია, შენ ჩემი შეცვლა მოგიწევს. თუ მიხვდები, რომ პრობლემა შენშია, შეძლებ, შეიცვალო თავად, რაიმე ისწავლო. ადამიანთა უმრავლესობა კი ელოდება, რომ ყველაფერი შეიცვლება სამყაროში, მათ გარდა.

ბეკონი: მკვეხარა ადამიანი ჭკვიანების სათამაშოა, სულელების კერპი, პარაზიტების – ნადავლი და საკუთარი პატივმოყვარეობის – მონა.

ტოლსტოი: უძლურზე გამარჯვება დამარცხების ტოლფასია.

რეიგანი: ამბობენ, რომ სამყარო ძალიან გართულდა იმისთვის, რომ მივიღოთ მარტივი პასუხები. ისინი ცდებიან.

კენედი: აპატიე მტრებს, მაგრამ არასდროს დაივიწყო მათი სახელი.

აინშტაინი: განათლება არის ის, რაც სკოლაში ნასწავლის დავიწყების შემდეგ რჩება.

მორუა: დამალვა სუსტების თავშესაფარია.

მურაკამი: თუკი შენ გემახსოვრები, საერთოდ არ მადარდებს, დამივიწყებენ თუ არა სხვები.

იოანე ოქროპირი: მოშურნე სხვის უბედურებას საკუთარ ბედნიერებად მიიჩნევს, სხვის კეთილდღეობას კი – საკუთარ წარუმატებლობად.

აბულ ფარაჯი: წამსვლელი არ გააჩერო. მოსულს ხელს ნუ ჰკრავ და ბედნიერება თავისთავად მოგძებნის.

მობსეკი: როდესაც ღმერთს სურს, რომ ვინმეში დაფარული კეთილისმყოფელობა აღმოაჩინოს, მას შურიანის ენას მიუშვერს.

არისტოტელე: კარი, რომლის მიღმაც კარგია, რთულად იღება. კარი, რომლის მიღმაც ცუდია, რთულად იკეტება.

მონტენი: როცა პირველად მიღალატებ, შენი ბრალია, მეორედ კი – ჩემი.

ლაო ძი: თქვენ გაცილებით მეტს იგებთ მაშინ, როდესაც აგებთ, ვიდრე მაშინ, როდესაც იგებთ.

რუსო: თუ სწრაფი სიარული გინდა, მარტო იარე. თუ შორს გინდა წასვლა – ვინმესთან ერთად.

ჩესტერფილდი: თუ თქვენ მამაკაცს ზრდით, მაშინ ზრდით ერთ ადამიანს, მაგრამ თუკი ქალს ზრდით, მაშინ ზრდით მთელ ოჯახს.

შანელი: ქალწული თხოვდება, რომ მშობლებს ასიამოვნოს, ქვრივი კი – რომ ისიამოვნოს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი