ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№8

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 06.03

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ლაიბნიცი: აწმყო, შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა.

მარტინ ლუთერ კინგი: საბოლოოდ მეხსიერება შეინახავს არა მტრების სიტყვებსა და ქილიკს, არამედ მეგობრების დუმილს. მეხსიერება შეინახავს არა მტრების მოქმედებას, არამედ მეგობრების უმოქმედობას.

ლინკოლნი: ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული.

შოუ: არასდროს ეჭიდაო ღორებს. შენ გატალახიანდები, მათ კი ეს მოეწონებათ.

იოანე ოქროპირი: ღარიბი იმდენად არ არის განაწყენებული თავისი სიღარიბით, რამდენადაც შურიანი – მოყვასის კეთილდღეობით.

მონტენი: პოლიტიკა არის ხელოვნება, პრობლემა ისე გადაიჭრას, რომ უფრო დიდი პრობლემები არ წარმოიქმნას.

მურაკამი: როცა ვერავის უზიარებთ ფიქრებს, ისინი იწყებენ გაყოფას.

ჯეფ ბეზოსი: „რატომ?“ ბიზნესში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეკითხვაა. მშვენიერი კითხვაა, მაგრამ მასზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შეკითხვაც არსებობს – „რატომაც არა?!“

აკუტაგავა: ვინც უფრო მეტს იღიმება, ვიდრე ბრაზდება, ძლიერია.

აინშტაინი: თუ არ შეგიძლია, საკუთარ ბებიას აუხსნა, მაშინ თავადაც არ გესმის.

ტოლსტოი: მხოლოდ მაშინ ხარ ბედნიერი, როცა უბედურებას ვერ გრძნობ.

კონსტანტინე: ძველ ბერძნებს ფილოსოფია ზრდიდათ, ებრაელებს –კანონი, ინდოელებს – ნირვანა, რუსებს – მათრახი, ჰოდა, ქართველებს – პატივმოყვარეობა.

ვოლტერი: ჩვენ ვცხოვრობთ იმ ადამიანებთან და ისეთების გარემოცვაში, რომლებსაც შეუძლიათ, დაგვიბრუნონ ის სიკეთე და მწუხარება, რაც წარსულში სხვებისთვის მიგვიყენებია და მიგვინიჭებია.

აბულ ფარაკი: მხოლოდ ღმერთი შეაქეთ, გააკრიტიკეთ მხოლოდ საკუთარი თავი.

შანელი: ცოლი ის ქალია, რომელსაც ერთხელ ხდით და მერე მთელი ცხოვრება უნდა ჩააცვათ.

ხუან დე ლა კრუსი: შეიყვარეთ ქალი ისეთი, როგორიც თქვენ შექმენით ან შექმენით ისეთი, როგორიც გინდათ, რომ გიყვარდეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...