ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№6

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 20.02

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

აინშტაინი: თეორია არის, როცა ყველაფერი ცნობილია, მაგრამ არაფერი მუშაობს. პრაქტიკა კი – როცა ყველაფერი მუშაობს, მაგრამ არავინ იცის, რატომ. ჩვენ კი თეორიასა და პრაქტიკას ვაერთიანებთ – არაფერი მუშაობს და არავინ იცის, რატომ.

რეიგანი: თუ ყველაფერი სცადეთ და არაფერი გამოგივიდათ, სცადეთ კიდევ ერთი რამ – სიმართლის თქმა.

რუზველტი: დაიჯერე, რომ შეგიძლია და შენ უკვე შუა გზაზე ხარ.

სტეინბეკი: წარმოვიდგენ, თუ რამდენ ადამიანს შევხვედრივარ ცხოვრებაში და არასდროს მინახავს.

ლაო ძი: ვინც ცოდნა მხოლოდ წიგნებიდან შეიძინა, შეცდომებს უფრო მეტს უშვებს, ვიდრე სწორ ნაბიჯებს დგამს.

ფროიდი: ადამიანი არასოდეს არაფერზე ამბობს უარს. უბრალოდ, ერთ სიამოვნებას მეორით ჩაანაცვლებს ხოლმე.

შოუ: მე მეგონა, მეგობრებს ჩხუბის გამო კარგავდნენ. თურმე, ისინი, უბრალოდ, ქრებიან – საქმეებში, ფულსა და დროში.

სოკრატე: ბრძენს არ სჭირდება კანონი – მას განსჯა შეუძლია.

წმიდა იოსებ ისიქტასი: როცა სიკვდილზე ფიქრობ და ყოველ წამს მას მოელი, ის შორს გაგირბის, ხოლო როდესაც მისი გეშინია, სულ თან გდევს.

პლატონი: არავინ სძულთ სიმართლის მთქმელზე მეტად.

აკუტაგავა: თუ ყველაფერი გაიგე, დეზინფორმირებული ყოფილხარ.

მურაკამი: რაც უფრო ასაკოვანია ადამიანი, მით მეტია მის ცხოვრებაში ის, რასაც ვეღარ გამოასწორებს.

ლინკოლნი: ის, ვინც პასიურად ელოდება, ბოლოს და ბოლოს მიიღებს, მაგრამ მხოლოდ იმას, რაც ენერგიულად მოქმედს მორჩება.

ტრუმენ კაპოტე: ცუდია, როცა არ გაქვს ის, რაც გინდა, მაგრამ ბევრად უარესია, როცა სხვისთვის ისიც არ გემეტება, რაც თავად არ გჭირდება.

ბუასტი: ქალი ბედნიერი იქნებოდა, თუ ბუნება შექმნიდა მას ისეთს, როგორსაც მოდა ითხოვს.

ტვენი: დედოფალი ის კი არ არის, ვინც მართავს, არამედ ის, ვინც მეფეს უყვარს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...