ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№5

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 13.02, 2022 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ტოლსტოი: პოლიტიკა არის ხელოვნება, მდიდრებისგან ფული, ღარიბებისგან კი ხმა მიიღო იმ საბაბით, რომ ერთს მეორისგან დაიცავ.

ტრუმენ კაპოტე: სირცხვილი არაა სახის დასვრა, ბევრად სამარცხვინოა, როცა მისი ჩამობანა არ გინდა.

მერაბ მამარდაშვილი: უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის გარედან შეხედვა, ჩვენი ქმედებების სხვისი თვალით შეფასება და ობიექტური განსჯა. ეს არის ამოსავალი წერტილი ჩვენი სწორი სულიერი ხედვისთვის. მაშინ უკვე ღვთის შეწევნით, სინანულით, აღსარებითა და ზიარებით ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

დიმიტრი უზნაძე: ყოველი მოვლენა ერთგვარ საზღვრებში ხდება – და, აი, სწორედ ეს საზღვარია, რომ მას განსაკუთრებულ სახეს, თავისებურ ფორმას აძლევს.

რობინ უილიამსი: მოერიდეთ ტოქსიკურ ადამიანებს! უმჯობესია იყო მარტო და გიყვარდეს მხოლოდ საკუთარი თავი, ვიდრე იყო იმ ადამიანების გვერდით, ვინც საკუთარი თავის სიძულვილს გაიძულებს.

ჩაპლინი: ცხოვრების გზაჯვარედინზე დგომისას საგზაო ნიშნები არ არსებობს.

დოსტოევსკი: ნამდვილი მეგობარი ისაა, ვინც კარში მაშინ შემოდის, როცა დანარჩენი სამყარო გადის.

შექსპირი: გიყვარდეს ყველა, მაგრამ ენდე რჩეულებს.

ლაო ძი: იყავით მადლიერი იმისა, რაც მოგეცათ, მიიღეთ საგნები ისეთები, როგორებიც არიან. როდესაც აანალიზებთ, რომ არაფერი გაკლიათ, მთელი სამყარო თქვენ გეკუთვნით.

ფროიდი: არაფერი ისე ძვირი არ ჯდება ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სისულელე.

ილია მეორე: როცა აღსარებაზე მიდიხართ, თქვენი ცოდვები უნდა აღიაროთ და არა სხვისი.

სენეკა: კანონი მოკლე უნდა იყოს, რათა უცოდინარმა ადვილად დაიმახსოვროს.

ვოვენარგი: კარგი ხასიათი უნარია, რომ საკუთარ თავს გზაზე გადაუდგე, თუმცა, შეგეძლო განზე გამდგარიყავი.

ოპრა უინფრი: ცხოვრების დიდი საიდუმლო არის ის, რომ არანაირი დიდი საიდუმლო არ არის. შრომით ნებისმიერ მიზანს მიაღწევ!

ფორდი: ერთადერთი შეცდომა ისაა, რომლისგანაც ვერაფერს ვსწავლობთ.

მორუა: ქალს არ სურს ილაპარაკონ მის ამურულ შესაძლებლობაზე, მაგრამ უნდა, ყველამ იცოდეს, რომ მას უყვარდა.

ლაროშფუკო: პირველი შეყვარებისას ქალს უყვარს შეყვარებული, ხოლო დანარჩენი შეყვარებისას – სიყვარული.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი