ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№1

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 16.01, 2022 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ბარაკ ობამა: ჩემი მიზანი არ არის ადამიანების მიმართ შემწყნარებული და ლმობიერი ვიყო. ჩემი მიზანია, ისინი უკეთესები გავხადო.

ლინკოლნი: თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი, გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდა, რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადო, მას ძალაუფლება უნდა მისცე.

ჯეინ ჯეიკობსი: სიღატაკეს მიზეზი არ აქვს, მხოლოდ კეთილდღეობას აქვს მიზეზი.

ლაროშფუკო: ჩვენ უნდა გვძულდეს არა ისინი, ვისაც ნაკლი აქვთ, არამედ ისინი, ვისაც არანაირი სიკეთე არ გააჩნიათ.

მარსელ პრუსტი: ბოროტი ადამიანების კეთილდღეობა ნიაღვარივით ჩაივლის ხოლმე და მალევე იწრიტება.

ვოლტერი: ადამიანები ცოტას ფიქრობენ, დაუდევრად კითხულობენ, ნაჩქარევად მსჯელობენ და განუსჯელად იღებენ სხვის აზრებს, როგორც მიმოქცევაში ჩაშვებულ მონეტებს.

ბაფეტი: რეპუტაციის შექმნას 20 წელიწადი სჭირდება, მის განადგურებას კი მხოლოდ 5 წუთი. თუ ამაზე დაფიქრდებით, ყველაფერს სხვაგვარად გააკეთებთ.

მიხეილ ჯავახიშვილი: ყველაფერი, რაც გაქვს და გექნება, შენი სიცოცხლეც კი, შენს მამულს ეკუთვნის, შენ ხარ მისი მუდმივი მოვალე და განუყრელი შვილი.

მერაბ მამარდაშვილი: მტრის ხატი – ესაა დამანგრეველი ფსიქოლოგიური ძალა, იმიტომ რომ მტერი კი არ იწვევს ეჭვს, ეჭვი შობს მტერს. ეჭვი ჩემი უძლურებაა – მე მეშინია ყველაფრის, როცა უძლური ვარ. მტერი არის განსხეულება იმისა, რაც ჩემშივეა ფესვგადგმული, როგორც უძლურება.

ჩეხოვი: კარგი აღზრდა ის კი არ არის, რომ არ დაღვარო სოუსი სუფრაზე, არამედ არ შეიმჩნიო, თუ ამას სხვა გააკეთებს.

სენდბერგი: ყველაზე გამბედავი საქციელი საკუთარ თავზე ხმამამღლა ფიქრია.

ლარი პეიჯი: ლიდერი ის ადამიანია, ვისაც ალიაქოთში სიმარტივე, უთანხმოებაში ჰარმონია და სიძნელეებში შესაძლებლობები მოაქვს.

შექსპირი: შეყვარებულები ხშირად ირწმუნებიან, რომ შეუძლებელს შეძლებენ და შესაძლებელსაც არასდროს აკეთებენ.

შანელი: ქალმა ყოველთვის იცის, რა უნდა, მაგრამ არასდროს – რა მოუნდება.

ჩაპეკი: თუ ქალი არ ნებდება – იმარჯვებს, ხოლო თუ ნებდება – გამარჯვებულს პირობებს კარნახობს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი