ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№52

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 09.01, 2022 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

რეიგანი: თუ შენ გამოიგონებ უკეთეს ხაფანგს, მთავრობა გამოიგონებს უკეთეს თაგვს.

ლაო ძი: სიმართლე ყოველთვის არ არის ლამაზი, არც მშვენიერი სიტყვებია სიმართლე.

კენედი: ის, ვისაც მარცხის მშვიდად გადატანა შეუძლია, აუცილებლად ბევრს მიაღწევს.

ჩერჩილი: წარმატება არის მარცხიდან მარცხამდე შეუჩერებელი სვლა, ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე.

დევიდ გიზელსი: როცა მწვერვალს შეჰყურებ, იცი, რომ ის შენი სამიზნეა, რომელიც უნდა დაიპყრო, მაგრამ დაპყრობის შემდეგ ისწავლი, რომ მწვერვალი, რომელიც ქვემოდან მოსჩანს, ფარავს სხვა მწვერვალს მის უკან, ის კი – სხვა მწვერვალებს და ასე შემდეგ.

ფროიდი: არაფერია უფრო დასაფასებელი, ვიდრე ავადმყოფობის იგნორირების უნარი.

ერიხ ფრომი: ფსიქიკურად ჯანსაღია ის, ვინც ცხოვრობს სიყვარულით, გონითა და რწმენით, ის, ვინც პატივს სცემს როგორც საკუთარ, ისე სხვის ცხოვრებას.

იოანე ოქროპირი: გონიერი მსახურება ქრისტეში ცხოვრებაა.

ჩაპლინი: შენი გაშიშვლებული სხეული ეკუთვნის მას, ვინც შეძლებს შენი გაშიშვლებული სულის შეყვარებას.

სენეკა: ბრძენს ჰკითხეს: მტერი ვინ გყავსო. ყველა, ვისაც კი სიკეთე გავუკეთეო.

გუსტავ მალერი: ტრადიცია – ეს ცეცხლის გადაცემაა და არა ფერფლის თაყვანისცემა.

ბრუს ლი: ნამდვილი მეგობრები ალმასივითაა – ძვირფასი და იშვიათი. ცრუ მეგობრები შემოდგომის ფოთლებივითაა – ყველგან არიან.

ვოლტერი: თუ ბედნიერი ცხოვრება გსურთ, მიზანს უნდა იყოთ მიბმული და არა ადამიანებს ან ნივთებს.

ჯორჯ ვაშინგტონი: როცა კარგ საქმეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს – ცუდად. ესაა ჩემი რელიგია.

ჟვანეცკი: ერთი ამაყი ქვეყნის ხალხი ცხოვრობდა ხანგრძლივად და ბედნიერად, სანამ არ გაიგეს, რომ ირგვლივ ყველა დანარჩენი ცხოვრობენ უფრო ხანგრძლივად და ბედნიერად.

ომარ ხაიამი: ნუ დაუჯერებ მას, ვინც ლამაზად საუბრობს. დაუჯერე მას, ვინც უსიტყვოდ აკეთებს ლამაზ საქმეებს.

რემარკი: რა ცოტას თქმა შეუძლია მამაკაცს ქალზე, როცა ბედნიერია და რა ბევრის, როცა უბედურია.

კოკო შანელი: სულელი ქალი მამაკაცს ქეჩოთი იჭერს, ჭკვიანი – ხელით, ხოლო ბრძენი საერთოდ არ იჭერს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი