ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00
გოლდა მეირი: მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში მაშინ დამყარდება, როდესაც არაბები საკუთარ შვილებს უფრო მეტად შეიყვარებენ, ვიდრე ებრაელები სძულთ.
ფორდი: ჩვენს ქვეყანაში ფინანსებს განაგებენ ისინი, ვინც ფულს უცხოეთში ინახავს; მედიცინას – ისინი, ვინც უცხოეთში მკურნალობს; განათლებას – ისინი, ვისი შვილებიც უცხოეთში სწავლობენ; ხოლო კანონებს ქმნიან ისინი, ვისზეც ეს კანონები არ ვრცელდება.
ჰერმან ჰესე: ჭეშმარიტება გამოცდილი უნდა იყოს და არა მორთმეული.
რემარკი: ყველაზე ძლიერი გრძნობა იმედგაცრუებაა, არა წყენა, არა ეჭვიანობა და სიძულვილიც კი არა... მათ შემდეგ სულში კიდევ რაღაც რჩება, იმედგაცრუების შემდეგ კი – სიცარიელე.
ჯუდუ კრიშნამურტი: დაკვირვება შეფასების გარეშე აზროვნების უმაღლესი დონეა.
ნიცშე: შეიძენენ ქონებას და ამით ღატაკდებიან.
დოჩანაშვილი: მუდამ არსებობს გამოსავალი, ღორებშიც კი.
ნეტარი ავგუსტინე: არ არის ამქვეყნად არაფერი ისეთი საკვირველი, ვიდრე მტრისადმი სიყვარული.
აბბა პიმენი: იყავი ცხვარი და სძლევ მგლებს.
იოანე ოქროპირი: დავითმა უმეტესი გამარჯვება მოიპოვა, როცა საული დაინდო, ვიდრე მაშინ, როცა გოლიათი დაამარცხა.
დალაი ლამა: შეუერთდი შენს წარსულს, რადგან მან არ გაგიფუჭოს აწმყო.
ვოვენარგი: დუმილი ოქროა, მაგრამ როცა სიმართლეა სათქმელი, დუმილი ღალატია.
მაქს ვებერი: ქორწინებაა, როცა ადამიანებს სამი თვე ერთმანეთი უყვართ, სამი წელი ჩხუბობენ და ოცდაათი წელი ითმენენ.
დეკარტი: ცოტაა იცოდე – უნდა გამოიყენო. ცოტაა გინდოდეს – უნდა გააკეთო.
ჯავაჰარლალ ნერუ: ერის განვითარების დონე მისი ქალების მდგომარეობით განისაზღვრება.
ფროიდი: ვინც ბევრ ქალს ეტრფის, ქალებს იცნობს; ვისაც ერთი ქალი უყვარს, სიყვარულს შეიცნობს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
