ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00
მენანდრე: სამართლიანი კაცის ზნეობრივი თვისებები სავსებით ცვლიან კანონებს.
სტალინი: ყოველ პრობლემას აქვს გვარი, სახელი და მამის სახელი.
ციცერონი: როდესაც გრგვინავს იარაღი, კანონები დუმან.
ჩეხოვი: საჭიროა, წვეთ-წვეთობით გამოვწუროთ ჩვენიდან მონობა.
ჩერჩილი: შენ გყავს მტრები – კარგია, ესე იგი, შენს ცხოვრებაში რაღაცა და როდესღაც დაგიცავს.
კონსტანტინე: ამქვეყნად არც რაინდია ისეთი, რომელსაც რისამე წინაშე შიში არ ეგრძნოს როდისმე, არც თუ ბრძენია, სადმე ერთხელ მაინც სისულელე არ ეთქვას.
ბეკონი: ადამიანებს სწამთ, რომ მათი გონება მბრძანებლობს სიტყვებით, მაგრამ ხდება ისეც, რომ სიტყვები თავიანთ ძალას მიმართავენ გონების წინააღმდეგ.
ნიცშე: ხშირად პირფერობას ჩვენთან ზრდილობის წესებს უწოდებენ.
ჟვანეცკი: არაფერია საშიში, როდესაც შენ დაგცინიან. ბევრად უარესია, როცა შენ დაგტირიან.
სერაფიმ საროველი: სიცოცხლის ბოლოს ადამიანი ნათლად ხედავს, რომ ყველაფერი, რაც სიყვარულით იქნა გაკეთებული, ნათლის სვეტად რჩება სულში, ხოლო რაც სიამაყით იქნა გაკეთებული, ქრება, როგორც აჩრდილი.
ტიხონ ზადონელი: ბევრ ისეთ რამეს გადაიტან, რასაც არ იმსახურებ, მაგრამ სწორედ ეგ დაგანახვებს, რამდენად ძლიერი ხარ.
მარკოზ მოსაგრე: ამ გაზაფხულზე მხოლოდ ის ხე დამამახსოვრდა, მეზობლის ბაღში რომ არ აყვავდა.
მარტინ ლუთერ კინგი: ვინც ბოროტებას წინააღმდეგობის გაწევის გარეშე იღებს, მისი ხელშემწყობი ხდება.
ფრანკლინი: დიდსულოვან ადამიანს რამდენიმე ნაკლი უნდა ჰქონდეს, რათა არ გააღიზიანოს საკუთარი მეგობრები.
შოუ: თუ კაცმა ორმოც წლამდე არ შეიყვარა, სჯობს, აღარავინ შეიყვაროს.
შოპენჰაუერი: კაცები ბუნებით გულგრილნი არიან ერთმანეთის მიმართ, ხოლო ქალები – ბუნებით მტრები.
ჰემინგუეი: რამდენი ქალია ქვეყანაზე, რომელთანაც ღამეს გაატარებ და ცოტაა ისეთი, რომელთანაც საუბარი შეიძლება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან

