ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№50

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 26.12, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ბულგაკოვი: ტოლერანტობა ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ინტელექტუალ ადამიანებს ფიქრს აუკრძალავენ, რათა მათი კრიტიკული აზროვნებით იმბეცილების გრძნობები არ შეილახოს.

დე ნირო: ადამიანები გისურვებენ ყოველგვარ ბედნიერებას, მაგრამ შეგიძულებენ, როგორც კი ის გექნება.

მარკესი: სიყვარული ისეთი მოვლენაა, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს ამოკლებს და ამით კაცობრიობის არსებობას ახანგრძლივებს.

სტეინბეკი: იდეები კურდღლებივითაა. შენ რამდენიმე გაქვს და სწავლობ მათთან მოპყრობას. შემდეგ კი, სულ მალე, უამრავი გიჩნდება.

ჯეფერსონი: მომავალზე ოცნება უფრო მომწონს, ვიდრე ძველი ისტორიების გახსენება.

გოეთე: საქციელი სარკეა, რომელშიც ყველა თავის თავს ავლენს.

ჰეგელი: თავისუფლების შეზღუდვა მიუღებელია მორალური წესრიგისთვის.

ფროიდი: თუ ადამიანს ყველაფერი ვაპატიეთ, ესე იგი, მასთან ყველაფერი დამთავრდა.

ლაო ძი: სხვისი შეცნობა სიჭკვიანეს ნიშნავს. საკუთარი თავის შეცნობა კი ნამდვილი სიბრძნეა.

კენედი: ცვლილებები ცხოვრების კანონია. ის კი, ვინც მხოლოდ წარსულში ან მომავალში იყურება, აწმყოს უშვებს ხელიდან.

დრიუ ბერიმორი: ცხოვრება ძალიან საინტერესოა. ბოლოს და ბოლოს, შენი ყველაზე დიდი ტკივილი შეიძლება, შენი მთავარი ძალა გახდეს.

მონტენი: არ შეიცვალო იმის გამო, რომ ვინმეს მოეწონო.

ტოლსტოი: დისტანცია პატივისცემის ერთ-ერთი ლამაზი ფორმაა.

ო ჰენრი: ცხოვრება – ეს არის ის, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებთ, მაგრამ ყველაზე ნაკლებად ვუფრთხილდებით.

ოტია: დედისთვის ყვავის ბახალაც შვილია და არწივის მართვეც, მაგრამ ქვეყნისთვისაა სხვადასხვა.

ჰენრი ჯეიმსი: მე მდიდრებს ვუწოდებ მათ, ვისაც თავიანთი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება შეუძლიათ.

მოპასანი: ქალები ლაპარაკობენ სიყვარულზე და დუმან საყვარლებზე, მამაკაცები – პირიქით.

შანელი: შეყვარება ნიშნავს, გიყვარდეს დამთხვევები. სიყვარული ნიშნავს გიყვარდეს განსხვავებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №3

17-23 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

შეუცნობელი

რა მინიშნებები გვიწინასწარმეტყველებს ბედნიერ მომავ...