ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№48

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 12.12, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

თაგორი: საშიში მტერი კოლონიზატორი და ოკუპანტი კი არა, მათ მიერ გაწვრთნილი შენი თანამემამულეა.

მაჰათმა განდი: მუდამ მაოცებენ ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ, მათ პატივით მოეპყრან, როდესაც თავად სხვებს ამცირებენ.

დოსტოევსკი: ნუ შეგაშინებთ ადამიანთა ცოდვები, გიყვარდეთ ადამიანი, თავისი ცოდვებით, რამეთუ, ასეთი ღვთიური სიყვარულის მსგავსი სიყვარული არის ყველაზე დიდი სიყვარული ამქვეყნად.

ოთარ ჭილაძე: სკოლაში ბავშვს შეიძლება, ვერაფერი ასწავლო, მაგრამ იმას თუ არ დაავიწყებ, რაც გაჩენის დღიდან იცის, რომ ის ადამიანია, ესეც დიდი საქმეა.

რუსო: ის, ვინც შენს ნაკლზე მიგითითებს, ყოველთვის მტერი არ არის, ხოლო ვინც შენს ღირსებებზე საუბრობს, ყოველთვის მეგობარი არ არის.

შოუ: უფრთხილდი მას, ვინც შენს დარტყმას არ უპასუხა.

მოემი: შენი ახლობელი ის ადამიანია, ვისთან ერთადაც დუმილიც კი სასიამოვნოა.

სოკრატე: ყველა პროფესია ადამიანურია, მხოლოდ სამია ღმერთისგან: პედაგოგი, მოსამართლე და ექიმი.

ედიტ პიაფი: მე არ მჭირდება ადამიანი, ვინც ჩემში მხოლოდ კარგს ხედავს. მჭირდება ის, ვინც ცუდსაც დაინახავს და მაინც ჩემთან ყოფნა ენდომება.

მონტენი: ბედნიერი იყავი ჩუმად. სამყარო სავსეა შურიანებით.

კლუჩევსკი: ზრდილობა ასაკში კი არა ადამიანშია.

რუმი: ნუ აგერევა ჩემი პიროვნება ჩემს ხასიათში. ჩემი პიროვნება არის, ვისაც მე წარმოვადგენ, ხოლო ხასიათი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ ხარ შენ.

ბისმარკი: ადამიანი იმიტომ კი არ ტირის, რომ სუსტია, არამედ იმიტომ, რომ საკმაოდ დიდხანს იყო ძლიერი.

ილია მეორე: თუ ერთ ადამიანს მაინც აქვს შენი იმედი, საკმარისია იმისთვის, რომ არ დანებდე.

ჩესტერფილდი: მეგობრად აირჩიე არა ის, ვისაც ბევრი ფული აქვს, არამედ ის, ვისი მოქმედებაც ყველანაირ ფულზე ძვირია.

რემარკი: თუ ქალი ბობოქრობს, ესე იგი, ის არა მარტო მტყუანია, არამედ გრძნობს კიდეც ამას.

ჟვანეცკი: ბედნიერია ოჯახი, როდესაც ცოლ-ქმარს დღისით არ ახსოვთ, რომ შეყვარებულები არიან, ხოლო ღამით არ ახსოვთ, რომ მეუღლეები არიან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი