ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№46

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 28.11, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ჯონ კენედი: თავისუფლება სწავლის გარეშე საშიშია, სწავლა თავისუფლების გარეშე კი – ამაოება.

ლუისა მეი ალკოტი: ის, ვისაც სჯერა, ძლიერია, ის ვისაც ეჭვი აქვს – სუსტი. ძლიერი ხასიათი წინ უძღვის ქმედებებს.

პლატონი: ჩვენ ადვილად ვპატიობთ ბავშვს სიბნელის შიშს, მაგრამ ცხოვრების რეალური ტრაგედია არის კაცი, რომელსაც სინათლის ეშინია.

აინშტაინი: ცოდნაზე მნიშვნელოვანი წარმოსახვის უნარია. ცოდნა შეზღუდულია, წარმოსახვა კი – უსაზღვრო.

შოუ: ადამიანებს, რომლებმაც იციან გართობა – არ აქვთ ფული, ხოლო ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ ფული – არ იციან გართობა.

ტოლსტოი: ადამიანს იმიტომ აქვს გონება, რომ თავი დააღწიოს იმას, რაც აწუხებს.

ტვენი: ის გზები მიყვარს, ჩემმა ბავშვობამ რომ ჩაიარა.

ვოვენარგი: არსებობს ტკივილი, რომელზეც არავისთან საუბრობ და ის შენს სულს იპყრობს.

მონტენი: ვინც დუმს, მას ყველაზე მეტი აქვს სათქმელი.

ალ პაჩინო: ცილისწამებას დუმილით უპასუხე და დაელოდე, რას იტყვის ღმერთი.

პიუზო: რა აზრი აქვს აღსარებას, თუ არ ვნანობთ ჩადენილს.

ოტია იოსელიანი: თუ შენი დაკარგვით არაფერს ვკარგავ, შენ დაკარგვამდეც დაკარგული ყოფილხარ.

ვოლტერი: მე ვპატიობ არა იმიტომ, რომ დამავიწყდა, რაც ჩაიდინეს. მე ვაპატიე საკუთარი თავისთვის, რათა დავივიწყო და წინ წასვლა შევძლო.

პოლ ვალერი: რა აზრი აქვს იმაზე ლაპარაკს, რაც შენ გარდა არავის აწუხებს?

ლუიზა ჰეი: თქვენ ვერ შეცვლით სხვა ადამიანს მანამ, სანამ თავად არ შეიცვლებით.

სტეინბეკი: როცა ორი ადამიანი ერთმანეთს ხვდება, თითოეულს მეორე რაღაცით ცვლის, შესაბამისად, ორ ახალ ადამიანს ვიღებთ.

კოკო შანელი: ისე არაფერი აბერებს ქალს, როგორც ძალიან მდიდრული სამოსი.

ალენ დელონი: ნამდვილი ქალი ის კი არ არის, ვისთანაც გინდა დაიძინო, არამედ, ის, ვისთანაც გინდა, გაიღვიძო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი