ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№45

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 21.11, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ტოლსტოი: ადამიანებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ რაიმე გააკეთონ, უნდა აკეთონ ახალი ადამიანები, სხვა დანარჩენმა კი იზრუნონ მათ განათლებასა და ბედნიერებაზე.

ჯონ კენედი: ბრიყვი იმის გამო განიცდის წარუმატებლობას, რომ რთული მარტივად ეჩვენება, ჭკვიანი - იმიტომ, რომ მარტივი რთულად ეჩვენება.

ჯეფერსონი: ერთი კეთილი აზრის გაელვება ჩემთვის ფულზე ძვირფასია.

დისნეი: მე არ ვქმნი ფილმებს ფულის საშოვნელად. მე ვშოულობ ფულს ფილმების გადასაღებად.

ილია: ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა ხეირი.

ფრანკლინი: დაუდევრობას უფრო მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე ცოდნის ნაკლებობას.

ჰემინგუეი: სამყარო ყველას დამსხვრევას ცდილობს და შემდეგ ზოგი ძლიერი ხდება, ზოგიც ნამსხვრევებად იქცევა.

ვიტორიო დე სიკა: არასდროს იტირო იმისთვის, ვისაც შენთვის ტირილი არ შეუძლია.

სტანისლავსკი: არსებობს სამი სქესი: ქალი, მამაკაცი და მსახიობი.

მონტენი: მარტოობა არ არის საშინელება, საშინელებაა იმ ადამიანებთან ყოფნა, ვისთანაც თავს მარტო გრძნობ.

პიუზო: უმჯობესია, ათასი მტერი გყავდეს სახლს გარეთ, ვიდრე ერთი სახლში.

ფროიდი: გამოუხატავი ემოცია არასდროს კვდება. ის ცოცხლად დამარხულია და თავის დამახინჯებულ სახეს მოგვიანებით წარმოაჩენს.

შოუ: დედამიწა შედგება უსაქმურებისგან, რომლებსაც სურთ, ჰქონდეთ ფული შრომის გარეშე და ბრიყვებისგან, რომლებიც მზად არიან, იმუშაონ გასამრჯელოს გარეშე.

ჰეგელი: ჭეშმარიტება არ მომდინარეობს სამართლიანობისა და უსამართლობის დაპირისპირებით, ის ორ უფლებას შორის შეტაკების შედეგია.

მიხეილ ჯავახიშვილი: ბედის მორჩილი მონობაში მოკვდება.

სტეინბეკი: ყველაფერი, რაც მხოლოდ ფულით ფასდება, ძალიან იაფია.

რიჩარდ ორლინგტონი: თუ ქალი უსიყვარულოდ გამოგყვა ცოლად, ამისთვის ბევრს გადაგახდევინებს, თუ სიყვარულით – უფრო მეტს.

წმიდა კვიპრიანე: ქალი – ეს არის ინსტრუმენტი, რომლითაც ეშმაკი ჩვენ გვმართავს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი