ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№44

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 14.11, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

კენედი: არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად დიდია ტყუილი, თუ მას საკმარისად ხშირად გაიმეორებთ, მასები სიმართლედ ჩათვლიან.

ფროიდი: ნორმალური ადამიანი არა მხოლოდ მრავალგზის უფრო ამორალურია, ვიდრე ჰგონია, არამედ მრავალგზის უფრო მორალურია, ვიდრე მან იცის.

ჰეგელი: ადამიანი დამოუკიდებელია მაშინ, როცა იცის, რა განსაზღვრავს მას.

დოსტოევსკი: როგორიც ხართ, ისეთად დარჩით! თუნდაც მხოლოდ თქვენ იყოთ განსხვავებული, სხვებს მაინც ნუ დაემსგავსებით.

გოგებაშვილი: დედაენა არის ენა სულისა, უცხო ენა კი – ენა მეხსიერებისა!

ბულგაკოვი: ბოროტი ადამიანები არ არსებობენ დედამიწაზე, არიან მხოლოდ უბედურები.

ჩეხოვი: შემჩნეული მაქვს, ვისაც ყველაზე ნაკლები ესმის, ყველაზე მეტს კამათობს.

მაკგენონი: ლიდერობა არის მოქმედება და არა სტატუსი.

რუზველტი: საკუთარ თავთან გასამკლავებლად გამოიყენეთ გონება, ხოლო იმისთვის, რომ სხვებს გაუმკლავდეთ, მიმართეთ გულს.

ჯეფერსონი: ერთი თბილი აზრის გაელვება ჩემთვის ფულზე ძვირფასია.

ჩერჩილი: წარმატება არის მარცხიდან მარცხამდე შეუჩერებელი სვლა.

პოლ ვალერი: თუ არ შეუძლიათ შეუტიონ აზრს, უტევენ მოაზროვნეს.

ილია: ავი კაცი რამდენადაც მეცნიერია, დიდი სწავლული იმდენად უფრო ძლიერ საშიშია, უფრო ძლიერ მავნებელია.

ფრანკლინი: ყველას, ვისაც სჯერა, რომ ფულს ყველაფერი შეუძლია, შეიძლება ეჭვმიტანილი იყოს იმაში, რომ მან ფულის გულისთვის ყველაფერი გააკეთა.

ჯორჯ მარტინი: კაცი, რომელსაც დამარცხების ეშინია, უკვე დამარცხდა.

შილერი: სიზარმაცე – ეს არის ჩვევა, დაისვენო მანამ, სანამ დაიღლები.

გურჯიევი: კაცი ვერასდროს გახდება წარმატებული, თუ გვერდით კარგი ქალი არ ჰყავს.

შანელი: ქალი არის სამოსში დამალული საიდუმლო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი