ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№43

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 07.11, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

მამარდაშვილი: გაუსაძლისის გაძლებიდან იბადება ადამიანი მეორედ და ნამდვილად.

გერი ფლეიერი: რაც უფრო მეტს ვშრომობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები.

ფორდი: მხოლოდ იმ შეცდომას შეიძლება ეწოდოს ნამდვილი შეცდომა, იმ მარცხს კი ნამდვილი მარცხი, რომლისგანაც ვერაფერს ვისწავლით.

ჯონ კენედი: სიტყვა „კრიზისი“ ჩინურად ორი იეროგლიფით აღინიშნება. ერთი „საფრთხეს“ ნიშნავს, მეორე კი „სასიკეთო შესაძლებლობას“.

ჯეფერსონი: გასაოცარია, რამდენის გაკეთება შეგვიძლია, როდესაც გამუდმებით რაღაცას ვაკეთებთ.

სენტ ეგზიუპერი: უფალო, არ ვითხოვ სასწაულებსა და მირაჟებს, არამედ ვითხოვ ძალას ყოველი დღისთვის. მასწავლე პატარა ნაბიჯების ხელოვნება.

ბასილი დიდი: საკუთარი თავი გამოიძიე.

ილონ მასკი: შენ მიერ წარმოთქმული „მე შემიძლია“ გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი ინტელექტუალური პოტენციალი.

ოტია იოსელიანი: სამშობლოს სიყვარულზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ, სამშობლოს სიყვარულს უნდა ვქმნიდეთ.

ჩაპლინი: ცხოვრების გზაჯვარედინებზე დგომისას საგზაო ნიშნები არ არსებობს.

ჰილი: თქვენ შეგიძლიათ – თუ გწამთ, რომ შეგიძლიათ.

განდი: რა მშვიდი იქნებოდა ცხოვრება, ყველას საკუთარი ცხოვრებისთვის რომ მიეხედა.

ილია: ადამიანის უძვირფასესი საუნჯე მისი ვინაობაა.

ბალზაკი: ისტორია რომანია, რომელსაც უჯერებენ. ხოლო რომანი კი ისტორიაა, რომელსაც არ უჯერებენ.

ფრანკლინი: სიზარმაცე ისე ნელა მოძრაობს, რომ სიღარიბემ მას მალე აჯობა.

ლაფარეტი: გინდა იყო ჭკვიანი? ისწავლე ჭკვიანური კითხვების დასმა, ყურადღებით მოსმენა, წყნარად პასუხი, გაჩუმება მაშინ, როცა სათქმელი არაფერია.

შალვა ამონაშვილი: ქმარი ქალის პირველი შვილია და მის ქმრად და მამად აღზრდაშიც უნდა შეიტანოს წვლილი.

ივ სენ ლორანი: ქალის ბედნიერებისთვის საკმარისია ერთი კაბა და ხელიხელჩაკიდებული მიდიოდეს საყვარელ მამაკაცთან ერთად.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი