ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№42

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 31.10, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ფროიდი: სინამდვილეში ადამიანთა უმეტესობას არ სურს თავისუფლება, რადგან ის პასუხისმგებლობას მოითხოვს. ადამიანთა უმეტესობა კი გაურბის პასუხისმგებლობას.

ჰეგელი: თუ ვადასტურებთ, რომ ღმერთი უცნობია, ჩვენ აღარ ვართ ქრისტიანები.

მანდელა: ლიდერი მწყემსს ჰგავს. ის სამწყსოს უკან რჩება, ყველაზე მოხერხებულებს წინ წასვლის საშუალებას აძლევს, სხვები მიჰყებიან, ამ დროს კი ვერ აცნობიერებენ, რომ მათი მოძრაობის მიმართულება ზურგიდან იმართება.

კოლინ პაუელი: პასუხისმგებლიანი ქცევა ხანდახან ნიშნავს, რომ ზოგიერთ ადამიანს დაემშვიდობო.

სენდერსონი: დიდებული ადამიანია ის, ვინც იცის, როდის უნდა გადადგას ნაბიჯი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საქმეების შესასრულებლად.

ბელინსკი: საშუალო დონის მასწავლებელი გიყვება, კარგი მასწავლებელი გიხსნის, საუკეთესო შთაგაგონებს.

ნიცშე: წინააღმდეგობის აღმოჩენა პირველი ნაბიჯია მისი დაძლევისა.

ვოვენარგი: იუმორის მოვალეობა არა მხოლოდ ხუმრობა, არამედ სიმართლეცაა.

რუსო: შიშს მოაქვს ომი.

რასელი: სიყვარულისა და მოვალეობის შეთავსება, ეს იგივეა, თითქოს ორ სკამზე იჯდეთ ერთდროულად.

აკუტაგავა: როცა მშობლები შრომობენ, შვილები კი ცხოვრებით ტკბებიან, შვილიშვილები ღარიბები იქნებიან.

დოსტოევსკი: არიან ისეთი ადამიანები, ვინც შეზღუდულობის გამო მთელ ქვეყნიერებას ადანაშაულებენ.

განდი: სიკეთეზე ფიქრს ყოველთვის სიკეთე მოაქვს. იფიქრეთ კეთილად.

რანევსკაია: არიან ადამიანები, რომლებთანაც გინდება მიხვიდე და ჰკითხო: რთულია ტვინის გარეშე ცხოვრება?

გურჯიევი: უტყუარი ნიშანი ადამიანის შეცნობისა, არის ის, თუ როგორ უყვარს მას დედა და მამა.

ამონაშვილი: ქალს უნდა აგრძნობინო, რომ ის ქალღმერთია და შენ ღმერთკაცად გაქცევს.

აინშტაინი: მეცნიერულად დავამტკიცე, რომ ყოველი მესამე ქალი, ისევე ბურღავს ტვინს, როგორც პირველი და მეორე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი