ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№41

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 24.10, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

ტოლსტოი: მთავრობის ძალა ხალხის უმეცრებას ეყრდნობა, მან ეს კარგად იცის და ამიტომ ყოველთვის იბრძოლებს განათლების წინააღმდეგ. დრო არის ჩვენც გავიგოთ ეს!

ეკჰარტი: დაინტერესდი იმით, რაც შენს შიგნით ხდება და ნაკლებად იმით, რაც გარშემოა. თუ შინაგან სამყაროში ყველაფერი რიგზეა, გარშემო თავისთავად დალაგდება.

შოუ: სიბრიყვე არ არის საზიანო, თუ ამას გულწრფელობასაც დავუმატებთ.

ცვაიგი: საკუთარი თავის გარდა, ადამიანი ყველაფერს შეიძლება, გაექცეს.

ვაჟა: არ ვარგა ურთიერთკილვა, უგზოდ სიტყვების რახუნი.

ჰესე: ცოტამ თუ იცის, რომ სული მაშინ ყვავის, როდესაც შიშვლდება და თავს სწირავს.

სელინჯერი: მე თუ მკითხავთ, ხალხი სულ რაღაც სისულელეებზე უკრავს ტაშს.

მამა გურამ ოთხოზორია: ტანჯვა შენი რეაქციაა, თუ შენ გაქვს რეაქცია, რომ მიზეზი გარეთ არის, მაშინ უფრო იხანგრძლივებ ტანჯვას.

სტეინბერგი: სიმართლეში მეტი სილამაზეა, თუნდაც საზარელი სიმართლე იყოს.

ფროიდი: ჩვენ შემთხვევით არ ვირჩევთ ერთმანეთს. ვხვდებით მხოლოდ მათ, ვინც უკვე არსებობს ჩვენს ქვეცნობიერში.

გოდერძი ჩოხელი: ნამდვილ სიყვარულს ბევრი მტერი ჰყავს და არავინ, თითქმის არავინ ახლობელი.

ვოვენარგი: ვინც გგონია, ბოლომდე შენი ერთგული იქნება, მხოლოდ მას შეუძლია ბედის ანაბარა დაგტოვოს.

ჩესტერფილდი: ჩემი წარმატების ფორმულაა, არასოდეს ვიმართლო თავი და ყოველთვის მოვუსმინო სხვის თავის მართლებას.

ეგზიუპერი: თუ თქვენ ხომალდის აგება გადაწყვიტეთ, არაფერია საჭირო. საკმარისია, ხალხი დაარწმუნოთ ზღვაში შეცურვის აუცილებლობაში და ისინი თვითონ ააშენებენ ხომალდს.

გურჯიევი: ძალიან ძნელია გულწრფელობა საკუთარი თავის მიმართ, რადგან არსება სქელი ფენებითაა დაფარული.

ვოლტერი: გაბრაზრდით, მაგრამ არ შეწყვიტოთ სიყვარული.

მონტენი: თქვენ ისე უნდა იცხოვროთ, რომ რაც შეიძლება, იშვიათად შეაწუხოთ ღმერთი.

ფროიდი: ქალის დიდი მოთხოვნილებაა, ვინმეს უყვარდეს, ვიდრე ვინმე უყვარდეს.

შანელი: ქალი და ფული ცხოვრებაში ყველაზე მეტი შეცდომის მიზეზია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი