ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№40

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 17.10, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

პითაგორა: ერთნაირად საშიშია, როდესაც გიჟს აძლევ მახვილს, ხოლო უნამუსოს – ძალაუფლებას.

ტეტჩერი: წყალზეც რომ გაიარო, გამოჩნდება ხალხი, რომლებიც იტყვიან: „ცურვა არ სცოდნიაო“.

ემერსონი: იყო საკუთარი თავი მსოფლიოში, რომელიც გამუდმებით ცდილობს, გაგხადოს ვიღაც სხვა, უდიდესი მიღწევაა.

ვოვენარგი: როცა შენი მოტყუება არ გამოუვათ, მერე დაიწყებენ იმაზე ლაპარაკს, თუ რა ცუდი ადამიანი ხარ.

ტეილორი: ადამიანები დროდადრო განიცდიან ჩადენილ ცოდვებს და კიდევ ზოგიერთ ჩაუდენელ ცოდვებს.

მონტენი: სუსტი ადამიანები ცდილობენ, სხვებზე ნაკლები არ იყვნენ. ძლიერები ცდილობენ, სხვებზე კარგები იყვნენ.

განდი: ზოგიერთმა მოვლენამ შეიძლება, თქვენი ყურადღება მიიქციოს, მაგრამ ეცადეთ, მიაქციოთ ყურადღება იმ მოვლენებს, რომლებიც თქვენს გულს დაიპყრობს.

აგატა კრისტი: ჭკვიანები არ ნაწყენდებიან, მათ დასკვნები გამოაქვთ.

ბიორნე: სიძლიერე ის არაა, გააკეთო ის, რაც შეგიძლია, ძლიერი მხოლოდ მაშინ ხარ, როცა ისეთ რამეს გააკეთებ, რაც ადრე შეუძლებელი გეჩვენებოდა.

ანდრე ჟიდი: უკეთესია, სძულდეთ იმის გამო, როგორიც ხართ, ვიდრე უყვარდეთ იმის გამო, როგორიც არ ხართ.

ლევერსონი: თუ დღეს გულწრფელად ვაკეთებ, რა მნიშვნელობა აქვს, ვინანებ თუ არა ხვალ.

ტოლსტოი: ადამიანი არც ანგელოზია და არც ცხოველი, მაგრამ მისი უბედურება ისაა, რომ რაც უფრო ცდილობს ანგელოზს დაემსგავსოს, მით უფრო მეტად ემსგავსება ცხოველს.

ვოლტერი: არ შეიცვალო იმის გამო, რომ ვინმეს მოეწონო.

ჩეხოვი: სიყვარული ასწავლის ადამიანს, როგორი უნდა იყოს იგი.

ლაროშფუკო: როცა სიყვარული გვბეზრდება, ჩვენ თვითონვე გვსურს, გვიღალატონ, რათა ამრიგად ჩვენი ერთგულებისგან დაგვიხსნან.

ჰაინე: ქალი ერთდროულად ვაშლიცაა და გველიც.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი