ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№38

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 03.10, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

გუსტავ ლი ბონი: ბრბო მორჩილ პატივისცემას ამჟღავანებს ძალის მიმართ. სიკეთეც მოქმედებს მათზე, თუმცა სულ ოდნავ. ბრბო სიკეთეს სისუსტისგან ძნელად არჩევს.

ტოლსტოი: როდესაც შენი რწმენით ხელმძღვანელობ, გკიცხავენ და არ გეთანხმებიან, ხოლო როცა სხვებისას ირწმუნებ, გიწონებენ და გაქებენ.

როკფელერი: კარგი მენეჯმენტი ნიშნავს, აჩვენო ჩეულებრვ ადამიანებს, როგორ იმუშაონ არაჩვეულებრივად.

სემ ლევერსონი: ნუ უყურებ საათს. უყურე, რას აკეთებს ის – არ ჩერდება.

ვოვენარგი: უმჯობესია, მეგობრები ერთმანეთს ელაპარაკონ, ვიდრე ერთმანეთზე ილაპარაკონ.

ავიცენა: თუ არ ცნობ შენს შეცდომას, ეს ნიშნავს, რომ ახალ შეცდომას უშვებ.

ვაჟა: ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება მოვლენათა მიზეზების ძიებაა.

დალაი ლამა: რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ადამიანი გიყვარდეს... თუ მას ძალიან კარგად არ იცნობ.

ბენჟამინ გრაჰამი: კარგ იდეას შეუძლია, მეტი პრობლემა შეგიქმნათ, ვიდრე ცუდს, რადგან კარგ იდეას საზღვრები აქვს.

ვოლტერი: თუ არ იბრძოლებ იმისთვის, რაც გინდა, ნუ იტირებ იმისთვის, რასაც დაკარგავ.

ოთარ ჭილაძე: ქართველი ხალხი კი არ არის ასეთი ბნელი, არამედ ბნელი, უვიცი ხარბი და სულგაყიდული პიროვნებები ამოატივტივა დრომ ცხოვრების ზედაპირზე – რატომღაც ისინი წარმართავენ ჩვენს ბედს და ჩვენი დანაშაული ამის მოთმენაა მხოლოდ.

დოსტოევსკი: სიცოცხლე უფრო უნდა გიყვარდეთ, ვიდრე სიცოცხლის აზრი.

აინშტაინი: ლოგიკამ შეიძლება, მიგიყვანოთ „ა“ პუნქტიდან „ბ“ პუნქტში, მაგრამ აზროვნებამ – ნებისმიერ ადგილას.

სტივ ჯობსი: გამარჯვება ყველაფერი არ არის. ყველაფერია მუდამ გამარჯვების სურვილი.

ბოდლერი: ქალი ბედნიერების მოსაწვევია.

ჰაინრიხ ჰაინე: მხოლოდ ქალს შეუძლია დროის გაჩერება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი