ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№34

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 05.09

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

რობინ შარმა: თუ შენ ისიც კი არ იცი, სად მიდიხარ, იმას როგორღა მიხვდები, მიხვედი თუ არა?

ჯონ კოტონ დანა: თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა.

კლუჩევსკი: მასწავლებელი უნდა ფლობდეს მაქსიმალურ ავტორიტეტს და მინიმალურ ძალაუფლებას.

კარლ როჯერსი: ცხოვრება პროცესია და არა არსებობის ფორმა. ის მიმართულებაა და არა დანიშნულების ადგილი.

ედმუნდ ბერკი: არსებობს ზღვარი, რომლის გადაკვეთის შემდეგ მოთმინება აღარ არის ღირსება.

დოსტოევსკი: თითოეულ ადამიანს ეშინია: პირველი – ადამიანთა ნდობის, მეორე – სიმართლის თქმის, მესამე – იყოს ის, ვინც არის.

დალაი ლამა: გაუღე კარი ცვლილებებს, მაგრამ სანაცვლოდ ღირებულებებს ნუ დათმობ.

გუსტავ იუნგი: ვერცერთი ხე ვერ მისწვდება სამოთხეს მანამ, სანამ მისი ფესვები ჯოჯოხეთამდე არ ჩააღწევს.

ეკპარტი: შენ თავად ასაზრდოებ შენს უბედურებას, რადგან მას დროს უთმობ. დრო მისი საკვებია.

აკაკი ბაქრაძე: სადაც ხორბალს დასთეს, იქ აუცილებლად ამოვა სარეველა, მაგრამ სადაც სარეველას დასთეს, იქ არასოდეს ამოვა ხორბალი.

ლუთერ კინგი: ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ისეთივე მორალური ვალდებულებაა, როგორც სიკეთისთვის ხელშეწყობა.

შექსპირი: მხდალი ყოველი ხიფათის დროს კვდება, რომელიც მას ემუქრება, მამაცისთვის კი სიკვდილი მხოლოდ ერთხელ დგება.

კაფკა: ცხოვრება ორ რამეს შორის მოქცეული ეპიზოდი არ არის.

შანელი: დროთა განმავლობაში ქალების უმრავლესობას პატიებისა და ნდობის გრძნობა უქვეითდება.

კამიუ: სიჩუმე ქალის ყველაზე ხმამაღალი ტირილია. თუ ის ჩუმადაა, ეს ნიშნავს, რომ მისი გული სიტყვებისგან დაიღალა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ნოდიკო ტატიშვილი

როგორ გადაურჩა ნოდიკო ტატიშვილი პარიზში დაპატიმრებ...