ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№33

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 29.08, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ნიცშე: ახალგაზრდების გახრწნის ყველაზე იოლი გზაა, ასწავლო, მეტი პატივი სცენ მათ, ვინც მათსავით ფიქრობს, ვიდრე მათ, ვისაც განსხვავებული აზრი აქვთ.

სტოლიპინი: ერი, რომელსაც არ გააჩნია ნაციონალური თვითშეგნება განადგურებისთვის და უბრალოდ, სასუქის, ნაკელის გროვად ქცევისთვისაა განწირული, რომელზეც სხვა ერები აღმოცენდებიან.

დოსტოევსკი: ტოლერანტობა ისეთ დონეს მიაღწევს, რომ ინტელექტუალ ადამიანებს აუკრძალავენ აზროვნებას, რათა მათი კრიტიკული აზროვნებით იმბეცილები არ დარჩნენ შეურაცხყოფილნი.

აინშტაინი: ხმის სიჩქარე არც ისე სწრაფია. მაგალითად, მშობლები 20 წლის ასაკში რომ გვეუბნებიან რაღაცას, ჩვენამდე 40 წლის ასაკში აღწევს.

ჟვანეცკი: ვისაც იდეები აქვს, ეკონომისტები ჰქვიათ, ვისაც არანაირი იდეა არ აქვთ – პატრიოტები.

ეკჰარტი: შიში ქრება, როგორც დაიწყებ იმის კეთებას, რისიც გეშინია, იმის ნაცვლად, რომ იფიქრო მასზე.

გურჯიევი: სხვისი აზრების ატანა დიდებულია.

მანდელა: თავისუფლება არა მარტო ბორკილების მოხსნაა, არამედ სხვის თავისუფლებაზე ზრუნვაც.

რეზო თაბუკაშვილი: დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ.

გრიგოლ რობაქიძე: სულით არისტოკრატების, სულით მდიდარი ადამიანების სილაღე არასოდეს გადავა ვულგარულობაში. ისინი ყველაფერში კეთილშობილები რჩებიან.

შოუ: ეცადეთ, მიიღოთ ის, რაც გიყვართ, სხვაგვარად მოგიწევთ შეიყვაროთ ის, რაც მიიღეთ.

ვოლტერი: თუ არ მოუსმენთ მეგობრებს, მაშინ გაიგებთ, რას ამბობს მტერი.

ნილ გეიმანი: ადამიანები, რატომღაც, ფიქრობენ, რომ ტკივილის სიძლიერე დამოკიდებულია დარტყმის სიძლიერეზე. მთავარი დარტყმის სიძლიერე კი არა, დარტყმის ადგილია.

ჰემინგუეი: თუ გინდათ, რაიმე აზრი თავიდან ამოიგდოთ, ჩაიწერეთ.

სოკრატე: ყველაზე კარგი ქორწინებაა, როცა ქალი ბრმაა, ხოლო მამაკაცი ყრუ.

მარსელ აშარი: კაცი ეჭვიანობს მის წინამორბედებზე, ხოლო ქალი, მასზე, ვინც მის შემდეგ შეიძლება, მოვიდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი