ბრძნული აზრები
ავტორი: „თბილისელები“ 18:00 22.08, 2021 წელი
ნაპოლეონი: ბრძოლა მოიგო არა მან, ვინც კარგი რჩევა გასცა, არამედ მან, ვინც საკუთარ თავზე აიღო ამ რჩევის განხორციელების პასუხისმგებლობა.
ჰანს ფრაიერი: ადამიანი თავისუფალია მაშინ, როცა თავისუფალია მისი ერი. ერი თავისუფალია მაშინ, როცა მის განსახლების არეალში უცხო ელემენტებს არ აქვთ მასზე მეტი უფლება.
დოსტოევსკი: კაცი ისე ვერ იქნება, თუ რამეს არ ეთაყვანა.
ბილ კლინტონი: პოლიტიკა არ არის რელიგია და ჩვენ უნდა ვმართოთ სახელმწიფო მტკიცებულებებით და არა თეოლოგიის საფუძველზე.
ზიგმუნდ გრაფი: საზოგადოების აზრი ძველი ციხესიმაგრის მოჩვენებას ჰგავს. ის არავის უნახავს, მაგრამ მისით ყველას აშინებენ.
ჰესე: იუმორი უბედური, მაგრამ ნიჭიერი ადამიანების გამოგონებაა.
ოტია იოსელიანი: არ შეიძლება, კაცს თავისუფლება გინდოდეს და თანაც ერთი გაძღომისთვის შეგეძლოს მისი დათმობა.
ვოვენარგი: იბრძოლეთ და ნურასოდეს მისცემთ უფლებას ტკივილს, რომ ოცნებები დაგინგრიოთ.
იოანე ოქროპირი: თუ შენ არ შეგიძლია, ქრისტე იპოვო ეკლესიის კართან მყოფ მათხოვარში, მას ვერც ბარძიმში იპოვი.
დოჩანაშვილი: შენი წყალობით, ადამიანები უნდა გახდნენ უკეთესები, ვიდრე არიან.
ჯორჯ ორუელი: კრიტიკულ მომენტში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვით მის სხეულში მყოფს.
ტიხონ ზადონელი: ნურაფერს ეძებთ სულის გარეთ, ყველაფერი მასშია.
იოვანე მჭედლიშვილი: მოიშორე ცოდვა და გათავისუფლდები დაავადებებისგან.
გურჯიევი: ადამიანი შესაძლოა, მონასტერში ძლიერი იყოს, ხოლო ცხოვრებაში კი – სუსტი. ჩვენ ცხოვრებაში სიძლიერე გვჭირდება.
კამიუ: მხოლოდ ბედით დამცირებულ ადამიანს შეუძლია, შეურაცხყოს ქალი.
კონფუცი: ჭკვიანი ქალი ცდილობს, შეიცვალოს გარეგნობა და არა ქმარი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან