ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№49

ავტორი: „თბილისელები“ 17:30 12.12, 2020 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

სტოლიპინი: ხალხი, რომელსაც არ აქვს ეროვნული ცნობიერება, წარმოადგენს სასუქს, რომელზედაც სხვა ხალხები წარმოიზრდებიან.

რუზველტი: წარმატებული ბიზნესმენი არასოდეს გახდება კარგი სახელმწიფო მოღვაწე. მისი ერთადერთი ინტერესი ჯიბეა და არა ხალხი.
სედარისი: დროის მარტო გატარება სასარგებლოა პიროვნებისთვის, მას აძლევს შანსს, აღმოაჩინოს, ვინ არის ის და გაარკვიოს, რატომ არის მუდამ მარტო.
ოშო: თქვენი დანგრევა თქვენ გარდა არაფერს შეუძლია; არც თქვენი გადარჩენა შეუძლია არავის, თქვენივე თავის გარდა.
მამარდაშვილი: ეშმაკი ჩვენით ერთობა, როცა არასწორად ვაზროვნებთ.
გურჯიევი: მორალური ძალის შეცვლა ძალიან ძნელია, რადგან მის შექმნას დიდი ხანი სჭირდება.
ოტია იოსელიანი: ჩემთვის ჭეშმარიტ ელეგანტურობას დამოუკიდებელი აზროვნების გამოვლენა წარმოადგენს.
უმბერტო ეკო: არასდროს მოატყუო ადამიანი, რომელიც გენდობა! არასდროს დაუმტკიცო სიმართლე ადამიანს, რომელიც არ გენდობა!
ავიცენა: პანიკა – ეს ავადმყოფობის ნახევარია; სიმშვიდე – ჯანმრთელობის ნახევარი; მოთმინება კი – გამოჯანმრთელების დასაწყისი.
მამა გაბრიელი: სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს, სიყვარული კი – ღმერთს განახვებს.
დოსტოევსკი: თუ ღმერთი არ არის, ყველაფერი ნებადართულია.
ორუელი: ადამიანებს შეუძლიათ, იყვნენ ბედნიერნი იმ შემთხვევაში, თუ ისინი ბედნიერებას ცხოვრების მიზნად არ დაისახავენ.
ცვაიგი: მხოლოდ მაშინ გრძნობ შენი არსებობის აზრსა და მოწოდებას, როდესაც იცი, რომ სხვებისთვის რაღაცას წარმოადგენ.
ეშენბახი: გეშინოდეს ადამიანის, რომელიც თავისი სათნოებით ტრაბახობს.
აკუტაგავა: თუ ფიქრობ, გადაწყვიტე! თუ გადაწყვიტე, აღარ იფიქრო!
ჰიპოკრატე: მამაკაცი ბრაზდება ორ შემთხვევაში: როცა შია და როცა ამცირებენ, ხოლო ქალი კი მხოლოდ ერთ შემთხვევაში – როცა ის არ არის შეყვარებული.
იანგ მანი: სიყვარულის ყიდვა შესაძლებელია, მაგრამ ბევრი ხარჯი მოჰყვება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი