ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№31

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 15.08, 2021 წელი

დიდი პიროვნებების
ციტატები
დაკოპირებულია

მთავარეპისკოპოსი ამბერკი: დადგება ჟამი, როდესაც ხალხი შეიშლება, ხოლო ვინც არ შეიშლება, მას ეტყვიან: „შენ შეშლილი ხარ, რადგან არ გვგავხარ ჩვენ”.

ჰესე: თუკი შენი სიამოვნებისთვის აუცილებლად ვინმეს ნებართვა გესაჭიროება, მართლა საწყალი ყოფილხარ.

ლორდი პრეჩერი: ყველაზე დიდ ტკივილს ჩვენი საკუთარი ილუზიები, ფანტაზიები და ოცნებები გვაყენებენ.

ვოვენარგი: ადამიანს შეუძლია, შეცვალოს თავისი ცხოვრება, თუ შეცვლის საკუთარ შეხედულებას.

მონტენი: ცხოვრებაში ერთ-ერთი ბედნიერი მომენტია, როდესაც შენში იპოვი ძალას, გაუშვა შენი ცხოვრებიდან ის, რისი შეცვლაც არ შეგიძლია.

გრინი: ბედნიერებაა, როცა გყავს ადამიანი, რომელიც შეფასებას კი არ გიკეთებს, არამედ გაფასებს, კი არ გიყენებს, არამედ გიფრთხილდება.

ბრაუნი: როცა შენი ისტორია შენვე გეკუთვნის, დასასრულსაც თავად წერ.

კოკო შანელი: სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან.

ტვენი: ჯანმრთელობაზე ძვირი მხოლოდ მკურნალობა შეიძლება იყოს.

ორუელი: ირონიულად გეღიმება, როცა გაიფიქრებ, რამდენი ღორის ხელშია ქვეყანა.

ვოლტერი: წარსული არის ის, რაზედაც ჩანაწერები და მეხსიერება შეთანხმდნენ.

ფრანსი: სახელმწიფოს ყვირილით კი არა, რკინითა და კანონით აარსებენ.

ფროიდი: თქვენი პიროვნულობის მასშტაბი განისაზღვრება იმ პრობლემით, რომელსაც თქვენი მდგომარეობიდან გამოყვანა შეუძლია.

ჟვანეცკი: უცებ მე გავბრაზდი ქალზე, რომელიც დავივიწყე...

მილა იოვოვიჩი: მე ყოველთვის ვოცნებობდი, ისეთი მამაკაცი მეპოვა, რომელთანაც თავს პატარა გოგონად ვიგრძნობდი, სანამ არ მივხვდი, რომ თითოეული მამაკაცი თავად პატარა გოგონასავითაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი