ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№30

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 08.08, 2021 წელი

ცნობილების ციტატები
დაკოპირებულია

ეპიქტეტე: დაუმარცხებელი შეგიძლია იყო, თუ კი არც ერთ ბრძოლაში არ ჩაებმები, სადაც გამარჯვება შენზე არაა დამოკიდებული.

კაფკა: გაუნათლებელი ადამიანი უფრო თამამად მოქმედებს.

ფროიდი: სამწუხაროდ, ჩახშობილი ემოციები არ ქრებიან. ისინი შიგნიდან განაგრძობენ გავლენის მოხდენას ადამიანზე.

ბუკოვსკი: სამყაროს მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჭკვიანი ადამიანები ეჭვებით არიან სავსე.

ვოლტერი: სიამაყე ღამღამობით ტირის.

გრინი: ყველაფერი, რაც მოულოდნელად ცვლის ჩვენს ცხოვრებას, შემთხვევითობა არ არის.

ჟვანეცკი: სუფთა სინდისი ცუდი მეხსიერების შედეგია.

ჰესე: შენ მეტისმეტს ეძიებ და ზედმეტი ძიების გამო ვერ ასწრებ, იპოვო.

ვაჟა: მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს, ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო. არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს.

კანტი: აზროვნებდე – ნიშნავს, ესაუბრებოდე და უსმენდე საკუთარ თავს.

ლონდონი: ძალიან მარტივია, იყო ბედნიერი, თუმცა ძალიან რთულია, იყო მარტივი.

ორუელი: ყველა ადამიანი მტერია, ყველა ცხოველი მეგობარი.

რუსო: 25 წლის ასაკში გენიოსობა ყველას შეუძლია, აი, 50 წლის ასაკში ამისთვის რაიმეს გაკეთებაა საჭირო.

ცვაიგი: მედიცინის მთელი ხელოვნება ისაა, გაართო პაციენტი, სანამ ბუნება თავად კურნავს დაავადებას.

ტვენი: მოწევისთვის თავის დანებება ადვილია – მე თვითონ დამინებებია ერთი ასჯერ.

კამიუ: ქალი არ ხდება ერთი წლით უფროსი, ის ერთი წლით საშიში ხდება.

მოპასანი: გამოცდილია ქალი, როდესაც მას შეუძლია გამოუცდელად გამოიყურებოდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 28.12, 2025 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 21.12, 2025 წელი

მერაბ შარიქაძე
ბრძნული აზრები

23:00 16.12, 2025 წელი

ბრძნული აზრები
ბრძნული აზრები

18:00 14.12, 2025 წელი

ცნობილების ციტატები
ბრძნული აზრები

19:00 07.12, 2025 წელი

ეს საინტერესოა
ბრძნული აზრები

18:00 30.11, 2025 წელი

ახალი ნომერი - №47

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი