ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№29

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 01.08, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

ჰესე: ადამიანს ურჩევნია, ეწამოს და ზედაპირულად მოინანიოს, ვიდრე სულიერად შეიცვალოს.

ოტია იოსელიანი: ჩვენს ქვეყანაში ფსიქოლოგს ფსიქიატრი სჭირდება.

სიმონ ვეილი: უკიდურესი კეთილშობილებაა, როგორც გენია, როცა ბარბაროსულად არ ვექცევით ჩვენზე სუსტს.

ვოლტერი: სიცოცხლე არის ის, რაც თქვენ შეგემთხვათ მაშინ, როცა სულ სხვა გეგმები გქონდათ.

ვოვენარგი: ყველაფერი, რაც არ ხდება, ხდება დროულად.

გრინი: იყავი იმასთან, ვისაც აინტერესებს, შენმა დღემ როგორ ჩაიარა.

ეპიქტეტე: უსიამოვნებები ადამიანს შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი თავი გაიცნოს.

ოშო: ადამიანები ყველაფერს ისეთი სერიოზულობით იღებენ, რომ ეს მათთვის ტვირთი ხდება. ისწავლეთ, მეტი იცინოთ. სიცილი ისეთივე სიწმინდეა, როგორც ლოცვა.

ორუელი: კრიტიკულ მომენტში ადამიანი გარეგან მტერს კი არ ებრძვის, არამედ თვითონ მის სხეულში მყოფს.

მერი შელი: არაფერი ისე არ ამშვიდებს სულს, როგორც მტკიცე მიზნის პოვნა – წერტილის, რომლისკენაც არის მიმართული ჩვენი შინაგანი მზერა.

კაფკა: ჭეშმარიტება ის სიმდიდრეა, რომელსაც ვერ ასწავლი ადამიანს. ჭეშმარიტება საჩუქარია, რომელსაც იღებ, როგორც სიყვარულსა და სილამაზეს.

ფროიდი: ადამიანისთვის დამახასიათებელია ყველაზე მეტად იმის დაფასება და სურვილი, რისი მიღწევაც მას არ შეუძლია.

ცვეტაევა: ხშირად არასაჭირონი ხდებიან ყველაზე ერთგულნი.

რუსო: წუთიერ ბედნიერებას ჩვენ წლების განმავლობაში ტკივილებით ვიხდით.

სოფი ლორენი: მომხიბვლელ ქალებს მამაკაცები აღნიშნავენ, ლამაზებს – ბრბოდან იტაცებენ და მხოლოდ ჭკვიანებს არ ივიწყებენ.

ჟვანეცკი: გადარეულის სიყვარული ჩქარა გადის, ორი გადარეულის სიყვარული – არასოდეს!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი