ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№27

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 18.07, 2021 წელი

ბრძნული აზრები
დაკოპირებულია

კაფკა: მასების დონე ინდივიდთა შეგნებით იზომება.

კანტი: ვინც ჭიად იქცა, ნუღარ დაიჩივლებს, რატომ მსრესენო.

თამაზ ჭილაძე: ყველაზე ძნელი მისაღწევი, ალბათ, ის არის, რომ საკუთარი თავი ნამდვილი სახით დაინახო.

ჯემალ ქარჩხაძე: რეალურ გზაჯვარედინებს, ზღაპრული გზაჯვარედინებისგან განსხვავებით, წარწერები არა აქვს.

ვოლტერი: მიყვარს ფიცხი ადამიანები, ისინი ნაღდები არიან.

გურამ დოჩანაშვილი: ყურადღებას მოაქვს ბედნიერება.

აკაკი: ზურგს უკან ყველა ღაღადებს, პირში მთქმელი კი ძვირია.

მორისონი: მეგობარი ისაა, ვინც გაძლევს სრულ თავისუფლებას, რომ იყო ის, ვინც სინამდვილეში ხარ.

აინშტაინი: პრობლემას იმავე გონებით ვერ მოაგვარებ, რითაც ის შექმენი.

დუმბაძე: ადამიანი ხარ, როცა ზრუნავ სხვაზე მაშინ, როდესაც თავად ხარ საზრუნავი.

ბროდსკი: სიყვარული განშორებაზე ძლიერია, მაგრამ განშორება სიყვარულზე ხანგრძლივია.

მონტენი: ღმერთი სიყვარულის გარეშე ადამიანია, ვისშიც სიყვარულია – ღმერთი.

ვოვენარგი: ნუ უკბენ მას, ვისაც შენი შეჭმა შეუძლია.

ფროიდი: არაფერი ისე ძვირი არ ჯდება ცხოვრებაში, როგორც ავადმყოფობა და სისულელე.

რუსო: როცა გიჭირს, ვინც შენ გვერდით დგას, ის არის ღმერთი.

ივ სენ ლორანი: ქალს, რომელსაც ვნებების შეგრძნება შეუძლია, კოსმეტიკა არ სჭირდება.

მოპასანი: ქალში ბედნიერებას უნდა ხედავდე, თუ ასე არ არის, მაშინ დროა, ხელი გაუშვა სხვის ბედნიერებას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი