ბრძნული აზრები

ბრძნული აზრები

№26

ავტორი: „თბილისელები“ 18:00 11.07, 2021 წელი

ეს საინტერესოა
დაკოპირებულია

დოსტოევსკი: სამი რამის ეშინია ადამიანთა უმრავლესობას – ნდობის, სიმართლის თქმისა და თავის თავად ყოფნის.

ვოვენარგი: დიდი ჭკუის წინაშე თავს ვხრი, ხოლო დიდი გულის წინაშე მუხლებზე ვდგები.

ფროიდი: ადამიანი არასოდეს არაფერზე ამბობს უარს, უბრალოდ, ერთ სიამოვნებას მეორეთი ჩაანაცვლებს ხოლმე.

ვაჟა: ადამიანის გონება ყველასა და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა.

ტოლსტოი: უდაბნოში უფრო ადვილად ნახავ წყალს, ვიდრე ცხოვრებაში ნამდვილ ადამიანს.

რუმი: ზოგი ზუსტად იმის გამოა მარტო, რომ სიყვარული იცის.

ჟვანეცკი: ნამდვილი მარტოობაა, როცა თქვენ საკუთარ თავს ელაპარაკებით და თქვენი არ ესმით.

რუსო: იმ ადამიანზე ნუ ინერვიულებ, ვინც შენს მდგომარეობაზე არ ფიქრობს!

დიმიტრის ნოლასი: სამწუხაროდ, ჩვენ, ბერძნებსა და ქართველებს – არასოდეს გვეჩქარება, რადგან ვიცით, ათასწლეულები გვიარსებია და გვჯერა, დაუსრულებლად ვიარსებებთ.

ილია: ქვეყანა იმით კი არ არის უბედური, რომ ღარიბია, არამედ იმით, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულანთებული კაცები არა ჰყავს.

ჩანინგი: ბინძური ეძებს სხვის სიბინძურეს, რომ თავისი არ გამოჩნდეს. სუფთა და კეთილი მხოლოდ სიკეთეს ხედავს სხვის გულში.

ვოლტერი: ძირითადად, მორალს ისეთი ხალხი გვიკითხავს, თავიანთი ბიოგრაფია რომ არ აქვთ წაკითხული.

ეფრემ ასური: ნურასოდეს დაინტერესდები, ვინ რას იტყვის შენზე. ისაა მთავარი, ღმერთი რას ფიქრობს.

როკფელერი: როგორ სასაცილოდ იქცევიან, როდესაც შენგან სარგებელს ვეღარ იღებენ.

გრინი: ყველას თავისი ჯოჯოხეთი აქვს სულში, რომელსაც „მეხსიერება“ ჰქვია.

სიმონ დე ბოვუარი: ქალად არ იბადებიან, ქალად ჩამოყალიბება დროთა განმავლობაში ხდება.

მარგარეტ ტეტჩერი: თუ რჩევა გინდათ, სთხოვეთ კაცს, ხოლო თუ გინდათ, რაიმე გაკეთდეს, ქალს მიმართეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი